მამუკა ღლონტი ტელეკომპანია „მაესტროს“ ტოვებს

459

ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მივიღე ერთი წლის წინ, მაგრამ მეგობრების ხათრით (რომლებმაც მთხოვეს ერთი წელი ეს არ გამეკეთებინა) გადავდე აქამდე. მოკლედ მე გავდივარ “მაესტროს“ მესაკუთრეთა რიგებიდან და ჩემს წილს უსასყიდლოდ გადავცემ თანაბრად “მაესტროს“ პირველ დამფუძნებლებს. უზარმაზარი მადლობა მათ 20 წლიანი პარტნიორებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს უსაყვარლეს პარტნიორს მაკა ასათიანს და ჩემს უსაყვარლეს მეგობარს კოტე გოგელიას, რომელთა როლი “მაესტროს“ ისტორიაში განუზომელია. რატომ მივდივარ მაესტროდან? იმიტომ რომ დავაარსე ჩემი სატელევიზიო მწარმოებელი სტუდია, “ტვ სახელოსნო მაესტრო“. იმედი მაქვს რომ მალე შემოგთავაზებთ ახალ სატელევიზიო პროდუქტებს. ვიცი რა რომ ჩემს ამ განცხადებას შესაძლოა მოჰყვეს ინტერპრეტაციები, გთხოვთ ნუ მოძებნით შავ კატას ბნელ ოთახში მითუმეტეს როცა ის იქ არ არის  მომავალ სატელევიზიო შეხვედრამდეწერს მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში

Untitled-1