მაისი

82

მაისისფერმა მოგონებებმა დამტოვეს,
სხვათა მზემ გამოანათა.
გამოესალმა ღრუბელი ღრუბელს,
წარიღო ქარმა ამბავი მთათა.

წვიმამ იშვილა ყოველი გრძნობა,
ყოველი გრძნობა სისავსის, ქროლვის,
მომნატრებია მაისით თრობა
მომნატრებია სურნელი ვარდის!

 

მარიამ კავილაძე