„მაესტრო“ არხი რომელმაც გუძლო ნაციონალებს და ვერ უძლებს რუს ოლიგარქს

108

2008 წელს ვებ სტუდია გავხსენი, რამენაირად უნდა მემუშავებინა და მომექოქა, პირველი რაც გავაკეთე მამუკა ღლონტის და მალხაზ რუხაძის ნომრები გავიგე და დავურეკე, საიტს გაგიკეთებთ და რეკლამა გაუშვით მეთქი, მაშინ „მაესტრო’ გასართობი არხი იყო, მაგრამ მამუკამ გამაფრთხილა პროფილს ვიცვლით და პლიტიკურ თემებს ვაპირებთ, თუ მოგვყვები მოგვყევი თუ „დაზადნავ’ აქედანვე გაფრთხილებ რომ მასე იქნება და მერე არაფერი გეწყინოსო.

მაშინ გავრისკე, გავრისკე იმიტომ რომ ნაცები არ მიყვარდა, იმიტომ რომ სანდრო გირგვლიანი და ბუტა რობაქიძე მოკლეს, იმიტომ, რომ 7 ნოემბერს მოვიწამლე და დედაჩემი ცემეს, (დღემდე მაინტერესებს რომელმა სპეცნაზელმა დაარტყა ხელი დედის ტოლა ქალს და როგორ უნდა ვიყო მის იმედზე, ჩვეულებრივი ნაძირალაა, იმ წუთას არ აქვს მნიშვნელობა ვის მარა საკუთარ დედას ურტყამდა, ეგ ცალკე თემაა მაგაზე მერე კიდევ დავწერ) გავრისკე იმიტომ რომ ეს „ბიჭები“ შევატყვე რომ სწორ გზაზე იდგნენ და არაფრის წინაშე უკან დახევას არ აპირებდნენ.

დავიწყეთ და დავიწყეთ, საკანის დროს რიგი მედგა, მაშინ მხოლოდ „საჩებურეკე“, „მაგთი“ „ყაზბეგი“ და „სოლოსტუდიო“ ბედავდა მაესტროში რეკლამის მიტანას, მართლა რიგი მედგა ოღონდ მთხოვდნენ დამკვეთები არ თქვა სოლოსტუდიოში  რომ გავაკეთეთ საიტი და რაც გინდა გააკეთე და რამდენსაც გვეტყვი გადაგიხდითო, მაშინ მაესტროს დამსახურებით იმდენად ცნობადი კომპანია მქონდა რომ სახელმწიფო სტრუქტურებმაც დაიწყეს ჩეთან შეკვეთების მოტანა.

ეს ყველაფერი გაგრძელდა 2012 წლის 7 ივნისამდე, ანუ დღემდე სანამ მიხოს დაიჭერდნენ ( ეგ კიდე ცალკე თემაა, მიხო ქუთაისში დაიჭირეს, სარეცხ მანქანას სთავაზობდი ამომრჩეველსო) 7 ივნისი იმიტომ მახსოვს რომ ჩემი დაბადების დღეა და მიხოს ველოდებოდი უნდა ჩამოსულიყო და დაგველია, მოკლედ მაგ დღემდა გაგრძელდა „სოლოსტუდიოს“ „გულაობა“ როგორც კი მიხო დაიჭირეს დალაქამ დამირეკა („სოლოსტუდიოს“ დამფუძვნებელი) კომპანია უნდა დავხუროთო, პრობლემები აქვს დაკავშირებული ბუღალტერიასთან და იდეოლოგიურ მიდგომებთანო, არ ვაპირებდი გაჩერებას და მაგაზეც მითხრა ვიცი რომ არ გაჩერდები და მერე მე მომდგებიან და მე მაგას ნუ გამიკეთებო… მანდ წავედი პირველად კომპრომისზე და გავჩერდი…

ალბათ არ უნდა წავსულიყავი, ეგ სხვა თემაა..

მაგაზე სხვა დროს, უბრალოდ მეგობარს ვერ ვუღალატე….

მოკლედ დაიკეტა ‘სოლოსტუდიო“ ერადერთი კომპანია რომელსაც გარდა კომერციული ინტერესისა იდეოლოგიური ინტერესიც ქონდა მაესტროსთან, დაიკეტა და მეორე დღესვე ( მართლა მეორე დღეს) აუთდორიდან დამირეკეს, ოქროს სამსახური შემომთავაზეს ოთხნიშნა ხელფასით და ხუთნიშნა ბონუსით…

მომიწია დათანხმება, რატომ და რისთვის ეგ კიდე სხვა თემაა ( თურმე რამდენი დამგროვებია მოსაყოლი) მოკლედ წავედი აუთდორში და მივიღე ოთხნიშნა ხელფასიც და ხუთნიშნა ბონუსიც, მარგამ ვერ მოვისვენე, კლიენტების გარდა პირველი ზარი ვისთანაც იყო ჩემი ტელეფონიდან მამუკა ღლონტი იყო, მაგდენი პირობები ვერ შემომთავაზა, სამნიშნა ხელფასი და ყოველ კვირა ცემა იყო მაშინდელ მაესტროს რაც შეიძლებოდა შემოეთავაზებინა ( ცემის აღარ მეშინოდა პატრული მაინც მიბაყუნებდა ყოველ კვირას მაესტროს ვახსენებდი თუ არა, ორჯერ ადმინისტრაციულიც მომარჭეს)

მოკლედ ისევ გავაკეთე არჩევანი და წავედი „მაესტროში’ წავედი და დამხვდა იქ ის სიტუაცია რაც აქამდეც ვთქვი, ჩვეულებრივად გვირტყამდნენ, ვუძლებდით და ვმუშაობდით, პასპორტი ჩანთაში მედო ნაცებს რომ მოეგოთ არჩევნები ცოცხი არ ამცდებოდა, მოხევას ვაპირებდი, მარა ჩაიარა მაგანაც, მოიგო ოცნებამ და დავაბრუნე ჩემი ბიზნესიც ისევ, მარა მაესტროში მაინც ვმუშაობდი, ეს უკვე ფინანსური არა პრინციპული თემა იყო, ლაივიც მომცეს სამი თვით თუ ორი და ეს ამბიციაც დავიკმაყოფილე პირდაპირ ეთერში მუშაობა მონატრებული რომ მქონა, მოკლედ მენდობოდნენ, ვენდობოდი და მიყვარდა რასაც ვაკეთებდი და სადაც ვიყავი, სანამ ერთ დღეს არხზე მენეჯმენტი არ შეიცვალა, ერთ დღეს აღმოჩნდა რომ თურმე ვისტან ერთადაც მაგარ ვებ დეპარტამენტს ვაწყობდი იმას ვები აღარ ეხებოდა და თურმე თემა ვინმე დათოსთან უნდა მეთანხმებინა, რომელსაც ვებ დეპარტამენტის გახსნა მხოლოდ იმიტომ უნდოდა რომ შინაურები დაესაქმებინა და მას ელაგებინა ვების თემა, არადა არ იცოდა…

თურმე მე თემა არ ვიცი და პროფესიონალიზმი მაკლია, მითხრა ადამიანმა რომელმაც სტუდიაში 3 დღის განმავლობაში ელემენტარული მორბენალი სტრიქონი ვერ გაუშვა….

მივხვდი რომ სიტუაცია აირია, მივხვდი რომ მენეჯმენტში აბლოლუტურად არაპროფესიონალები გაიჩითნენ, მაშინ როდესაც გენ. დირექტორს ვურეკავდი ვების ამბების ანგარიშის ჩასაბარებლად ის მამისამართებდა ვინმე დათოსთან რომელმაც იმდენიც კი არ იცოდა ბანერის საიტზე განთავსება ადმინის და დიზაინერის საქმე რომაა და არა მარქაფისტის Jადამიანთან რომელსაც აბსოლუტურად არ ესმოდა თემა რომელიც ჩაბარებული ქონდა და ერთადერთი არგუმენტი ქონდა კოტეს მასე უნდაო…

კოტეს რომელსაც აშკარად არ ესმის ტელევიზია, კოტეს რომელსაც „მაესტრო“ ბიზნეს პროექტი გონია და დღემდე ვერ გაუგია რატომ ვერ „წერს ფულს“ ეს ტელეკომპანია, კოტეს რომელიც თათბირზე თანამშრომლებს ეუბნება სპეციალურად გიგივიანებთ ხელფასს მაინტერესებს როგორი ერთგულები ხართ კომპანიისო, და ეუბნება გუნდს რომელმაც რტყმას, დაჭერას, შეურაცხყოფას, ნარკოტიკების ჩადებას, შეჩვენებას გაუძლო და სიმართლე ბოლომდე მიიტანა, ეუბნება იმ გოგოებს და ბიჭებს რომლებმაც თავის ზურგზე გამოსცადეს რა არის სიმართლისთვის მოხვედრა…

წამოვედი, წამოვედი ეპატაჟურად და ვიღაცეებს ვაწყენინე კიდეც, მარა დარწმუნებული ვიყავი, რომ მართალი ვარ, დარწმუნებული ვიყვი რომ მასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, ვერ გამოგეს და ნუ ჩქარობ და ნუ ეპატაჟობო მითხრეს…

ერთ თვეში დიანა ტრაპაიძე, თეონა გეგელია, ირაკლი აბსანძე, ვახო სანაია, მაკა ცინცაძე წამოვიდნენ ( ამ გვარებს ტყუილად არ ვასახელებ ესენი ქმნიდნენ „მაესტროს’ განსაკუთრებით მაკა და დიანა) მაშინ ჟიჟი დარჩა, პირდაპირ გეტყვით გამოიტყდა, მეგონა მშინს სოფო ზურაბიანი და ჟიჟი უფრო პრინციპულები იქნებოდნენ… მერე გავიგე მამუკა ღლონტიც წამოვიდაო, დღეს კიდე 18 თანამშრომელი… გოგონები რომლებმაც სახე შეუქმნეს მაესტროს და ბრენდად აქციეს და ვასკა, რომლის გარეშეც ეს არხი წარმოუდგენელია, ამ არხმა ნაცებს გაუძლო და რუსმა ოლიგარქმა დაამარცხა…

welcome back to USSR :3

კოკა ყანდიაშვილი შეგარგოთ… :3