კურო

2ძლიერი, საიმედო კურო ლიდერია , როდესაც საქმე ეხება ბევრი შრომის ნაყოფის მომკას. მათ უყვართ ყველაფერი, რაც არის ლამაზი და მშვენიერი, კურო თავის თავს გარშემოირტყამს მატერიალური მოგებით. ეს არის მგრძნობიარე ნიშანი. შეხება მნიშვნელოვანია მისთვის როგორც სამუშაოსთან ასევე სიყვარულთან მიმართებაში. სტაბილური და კონსერვატული კურო არის ზოდიაქოს იმ ნიშნებს შორის ვისაც ყველაზე მეტად შეგიძლიათ ენდოთ. ეს ნიშანი საქმეს მიჰყვება მანამ, სანამ არ მიიყვანს ბოლომდე, სანამ არ დარწმუნდება, რომ ყველაფერი შეესაბაება სტანდარტებს. ისინი არიან კრეატიული და დიდ სიამოვნებას იღებენ საქმის საკუთარი ხელით გაკეთებისგან.

კურო და სიყვარული

მზად იყავით, დაუთმოთ დრო, როდესაც საქმე ეხება კუროს შეყვარებულს. ეს არის განსაკუთრებით მგრძნობიარე ნიშანი. მეგობრები ძირითადად ყავს იგივე სოციალური წრიდან, რათა ერთმანეთს დაემთხვას ინტელექტი და უკეთესი ცხოვრების სურვილი. გარდა სიყვარულისა, კუროს უყვარს საჩუქრების გაცემა.

ოჯახი და მეგობრები:

საოჯახო საქმეები ძალიან მნიშვნელოვანია კუროსთვის. მისი ოჯახის გარემო ძირითადად არის ძლიერი, სადაც კურო ყველაფერს გააკეთებს, რომ დაიცვას ისინი.  გონიერება და იუმორის დიდი გრძნობა ხდის მას კარგ კომპანიონს, კუროს ითვლება კარგ მრჩევლად, როდესც საქმე ეხება პრაქტიკულ საკითხებს. თუ მეგობრობა შედგა ეს ურთიერთობა გრძელდება ცხოვრების ბოლომდე. ისინი არიან ერთგულები და ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად.

ფაქტიურად , კოროსთვის მეგობრობა იწყება ბავშვობიდან. გაცემულ შეპირებას და ფიცს უყურებს ძალიან სერიოზულად. აგრეთვე ოჯახთან გატარებული დრო არის ბედნიერება კუროს ძალიან უყვარს ბავშვები და პირველია ოჯახურ შკრებებზე, როგორიცაა  საერთო შხვედრა და არდადეგებზე შკრებები. მათ უყვართ სახლში გართობა და ორჯერ  არ ფიქრობენ გაავსონ თუ არა სახლი მეგობრებით და ნათესავებით, რომ აღნიშნოს მნიშვნელოვანი მოვლენა.

კარიერა და ფული

სტაბილურობა ან ნიშნის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. კუროსთვის მთავარი ფრაზა არის „მე მაქვს“. კუროს უყვარს ფული და არ ეშინია მუშაობის მის მოსაპოვებლად. სასახურში კურო არის საიმედო, მომთმენი და ზედმიწევნით აკეთებს საქმეს. თუ ხელი მოკიდა პროექტს, იქამდე არ მოეშვება სანამ არ დაასრულებს ბოლომდე, მიუხედავად სირთულისა და იმისა თუ რა დრო დასჭირდება . კურო ყოველთვის დროულია და ბეჯითია თითქმის ყველაფერში.

საკუთარი ფასეულობების შეგრძნება კუროსთვის არის დიდი მოტივაცია და აგრეთვე ჯილდო ბევრი მუშაობის შემდეგ. ამ ნიშნის წევრები მიისწრაფიან კარგი მატერიალური მდგომარეობისკენ და სიამოვნებას იღებენ უკეთესი საკვებითა და ფუფუნებით, რომელსაც ცხოვრება სთავაზობს, სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.

კურო არის ფულის შესანიშნავი მენეჯერი. ის ყოველთვის იხდის გადასახადებს თავის დროზე. დროდადრო თქვენ დაინახავთ მეტისმეტად ბევრ ხარჯვას, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ ათასში ერთხელ. კურო დაგეგმავს და ფულს შეაგროვებს სასურველი ნივთისთვის. კურო წარმატებულია შმდეგ სფეროში: ფერმერი, ბანკირი, განათლება, მედიცინა და მშნებლობა.