კლიშე

125

,,ყველა არაქალიშვილი ბოზია…“ ,,ქალი ვიცი მე კუხნაში…“ ,,გოგო, რომელსაც ტატუ აქვს იძლევა…“ – ფრთიანი ფრაზები ჩვენი ყოველდღიურობიდან.

არ მიყვარს კლიშე, მაგრამ გააზრებულად თუ გაუაზრებლად ჩვენც ამ დაშტამპულ აზროვნებაში ვარსებობთ და მას ვერ გავურბივართ.

ინტერნეტში – როდესაც “Facebook“-ზე შევდივარ, ჩემი მეგობრები  და ზოგადად საზოგადოება წერს: ,,თუ ჩემს მეგობრებში უმაკიაჟო გოგოები შემორჩით like…“  “Respect მათ ვინც რაფაელოთი არ იკერებიან…“, ,,ტაში იმ გოგოებს, რომლებიც არ ეწევიან…“

რა თქმა უნდა არც ერთი მათგანი არანაირ სტატისტიკას არ ადგენს, უბრალოდ ესე უფრო ,,კომერციულია“ და არასდროს კარგავს აქტუალობას ,,უმაკიაჟო“ გოგოებში.

ქუჩაში –,,ოეე, სკრიპკა…“, მოძველბიჭო ელემენტები ,,აჩმორებენ“ კლასიკური მუსიკის მიმდევრებს. მათი აზრით, თითოეული მათგანი „გეია“ და ,,კაი ბიჭებისთვის“ გოგოს გაცნობის კლასიკური მეთოდიც ჯერაც აქტუალურია. როდესაც პარკში ზის გოგო ყურსასმენებში თავისთვის სიმღერებს უსმენს და მიდის ბიჭი (აი, ძააან „მოშავო“ ელემენტი), უცებ იხსნის სათვალეს და ეუბნება: ,,აუ, სკამზე თუ ვარდი ამოდიოდა არ ვიცოდიო“

რა თქმა უნდა ,,ტეხავს“  უხარისხო სერიალების ყურება, თუმცა ყველამ ზეპირად იცის: ,,ყველაფერს აგიხსნი და ეს ის არ არის, რაც შენ გგონია…“

და სწორედ ის ვინც ფიქრობს, რომ მამაკაცი კისერი უნდა იყოს და ქალი თავი, რომ კაცმა თავის ნებაზე ატრიალოს, ზის ავტობუსში და დასცინის საჭესთან მჯდომ ქალებს.

ზოგისთვის შესაძლოა სასაცილოა და ზოგისთვის გამაღეზიანებელი, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთ კლიშეს არ ვართ დაკვირვებული. გააზრებულად ალბათ არავის მოსწონს დაშტამპული ცხოვრება, ქვეცნობიერად ყველას უნდა რაღაც არაორდინალური და განსხვავებული შექმნას, მაგრამ ზოგს გამბედაობა არ ჰყოფნის და ზოგს წარმოსახვა… იმდენად ვეჩვევით ამ ჩარჩოების არსებობას, ჩვენც ძალაუნებურად მასში ვექცევით. მაგრამ თუ თუ განვთავისუფლდებით კლიშეებისგან (მეზობელი რას იტყვის, სირცხვილია და ა.შ) ჩარჩოებსაც დავაღწევთ თავს და დავიწყებთ ნამდვილი, ჩვენი ცხოვრებით ცხოვრებას

 

მოამზადა:
სალომე უბირიამ