კეთილი ნების ელჩი მსახიობები

483

ჩვენთვის ბევრი ცნობილი და საყვარელი ადამიანი, თავის პოპულარობას იმისთვისაც იყენებს, რომ რაიმე სასარგებლო გაუკეთოს საზოგადოებას. მათ შორის, ბოლო დროს მსახიობი ქალბატონები გამოირჩევიან, რომელთა ნაწილი ბავშვებს იცავს, ნაწილი – ქალებს, ნაწილი კი მშვიდობისთვის იბრძვის.

March 16-17, 1988, Ethiopia --- Soon after becoming a UNICEF ambassador, Audrey Hepburn went on a mission to Ethiopia, where years of drought and civil strife had caused terrible famine. --- Image by © Derek Hudson/Sygma/Corbis

პირველ რიგში, ალბათ ყველას ოდრი ჰეპბერნი გაგახსენდებათ, რომელიც ჰუმანიზმის იდეალად იქცა და თავისი მაგალითით ბევრი თანამედროვე ვარსკლავი შთააგონა. ის მუშაობდა გაეროს კეთილი ნების ელჩად და ბავშვების შიმშილისგან დასაცავად მიმდინარე ღონიძიებებში მონაწილეობდა. მოინახულა სუდანი, ეთიოპია და სომალი. დღეს კი, ამ საქმიანობას თანამედროვე ვარსკლავები აგრძელებენ.

2013062422055133068

ანჯელინა ჯოლი – 10 წელია კეთილი ნების ელჩია. მსახიობი რეგულარულად მოგზაურობს ახლო აღმოსალეთში, დახმარებას უწევს სოცილურად დაუცველ ოჯახებს და დაზარლებულ რეგიონებში აგვარებს პრობლემებს.

2013062422072433068

შარლიზ ტერონი – 2008 წლიდან ეხმარება დაუცველ ქალებს, რომლებიც მუდმივად ითმენენ შეურაცჰყოფას გარშემომყოფებისაგან. ეს პრობლემა მსახიობისთვის ყველაზე მტკივნეულია, რადგან მას ალკოჰილიკი მამა ჰყავდა და დედას სცემდა. საბოლოოდ კი, ეს იმით დასრულდა, რომ შარლიზ ტერონის დედამ თავი მოიკლა.

ai_sha

ინდოელი ლამაზმანი და ,,მის მსოფლიო“ აი შვაია რაი – დახმარებას უწევს შიდსით დაავადებულ ადამიანთა რეაბილიტაციას.

2013062422130033068

ნიკოლ კიდმანი – ორგანიზაცია ,,გაეროს ქალებს“ უწევს დახმარებას. რაც ითვალისწინებს სექსუალური ძალადობის ქვეშ მცხოვრები ქალების უფლებების დაცვას.

emma-watson

ახალგაზრდა მსახიობი ემა უოტსონი – „გაეროს კეთილი ნების ელჩია“ და დაუღალავად იბრძვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისთვის. გასული წლის შემოდგომაზე, მისი სიტყვით გამოსვლამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. სწორედ ემა იყო წამომწყები და მთავარი გმირი კამპანიისა ,,HeforShe“, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ მამაკაცების ჩართულობა გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაში.

 

მოამზადა
სალომე უბირიამ