კალათბურთის სამოყვარულო ლიგა. მეექვსე ტურის მიმოხილვა

108

მეექვსე ტურში რამდენიმე საინტერესო, მოსალოდნელად გამორჩეული თამაში იყო. რჩება ორი წაუგებელი გუნდი და ლიგის პირველი ჩემპიონი, „მგზავრებიც“ უმატებს. თამაშები შაბათს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა.

მარნეული – ლიდერბეთი

64:78 17:12, 11:17, 18:25, 18:24

მარნეული: ი.ჯანხოთელი (16+5 მოხსნა+5 პასი), ბ.ჯანხოთელი (13+14 მოხსნა+2 პასი+2 ჩაჭრა), ჯაჯანიძე (13).

ლიდერბეთი: ი.გაბისონია (20+17 მოხსნა+6 ჩაჭრა+4 პასი), პატარაია (12), გაბელია (10+10 მოხსნა+3 პასი), ი.დოლიძე (10+7 მოხსნა), ახალაია (10+6 მოხსნა).

„ლიდერბეთი“ არ აგებს. კარგად დაკომპლექტებული გუნდი რეგულარულის ლიდერია და ამას დაბალანსებული რუსტერით აკეთებს. 18 მოხსნა შეტევაში, სულ – 55. სოლიდური მაჩვენებელი გუნდისთვის, რომელიც რეგულარულის პირველ ნახევარში გამორჩეულად სტაბილურია. გუნდი ჯერ მოსაგებს იგებს.

Eagles – ჰიუნდაი

62:72 12:27, 12:25, 15:11, 23:9

Eagles: ნერგაძე (31+3 მოხსნა+2 ჩაჭრა), ვალაშვილი (10+12 მოხსნა).

ჰიუნდაი: ბეშკენაძე (31+10 მოხსნა+3 დაფარება), ღონღაძე (16), ვ.ბერუაშვილი (4+11 მოხსნა). ვეტერანების

„ჰიუნდაიმ“ რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშა. არ იყვნენ დავით გიორგობიანი, პაატა გურასპაული. უკეთესმა გუნდმა მოიგო, მაგრამ ბოლო მეოთხედში ბევრი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, აუტსაიდერმა შედარებით ნაკლები სხვაობით წააგო. „ჰიუნდაიმ“ 45 საშუალოდან 27 ზუსტად შეასრულა.

სპორტმედია – ბანკი რესპუბლიკა

85:76 30:16, 21:16, 13:25, 21:19

სპორტმედია: ბეჟანიშვილი (22+7 მოხსნა+4 პასი), გიორგაძე (20+3 ჩაჭრა), ნიკურაძე (13+5 მოხსნა+4 ჩაჭრა+4 პასი), ტუხაშვილი (12+15 მოხსნა).

ბანკი რესპუბლიკა: ზ.მაისურაძე (20+8 მოხსნა+3 ჩაჭრა+2 პასი), გლოველი (19+6 პასი), ცაგარეიშვილი (12).

„სპორტმედია“ ბევრ შეცდომას უშვებს (28), მაგრამ უფრო აკურატული თამაშით იგებს. გუნდმა საშუალო სროლების 60.5 პროცენტი გამოიყენა და მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. ზურა მაისურაძე 25 სროლიდან მხოლოდ ცხრას აგდებს. გუნდები ფლეი ოფისთვის იბრძვიან.

თელიანი ველი – ავერსი

88:69 22:14, 25:22, 23:19, 18:14

თელიანი ველი: ბადრიძე (13+8 პასი+7 მოხსნა), გ.დოლიძე (13), ლ.სუხიშვილი (12+11 მოხსნა), მინაშვილი (11+5 მოხსნა).

ავერსი: გაბისიანი (19+5 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 პასი), სუხაშვილი (17+7 მოხსნა), საჯაია (10).

მგზავრები – აფხაზეთი 86:70

 

MVP ირაკლი გაბისონია (ლიდერბეთი)

სტატისტიკა – 20 ქულა, 17 მოხსნა, 6 ჩაჭრა, 4 პასი.

„ლიდერბეთის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო აგრესიული და გაბისონიამ არასრულ 36 წუთში მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვა.