თვითმკვლელი ღვთისმშობელი – პროვოკაციული ნახატი ილიაუნიში

415

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი ბერდია ბერიძე საკუთარ facebook გვერდზე ინფცორმაციას ავრცელებს და პროტესტს გამოხატავს გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატის გამო. ნახატზე გამოსახულია ფეხმძიმე ღვთისმშობელი, რომელსაც იარაღი აქვს თავზე მიბჯენილი, რაც თვითმკვლელობის იმიტაციას ქმნის. ამას შემდგომ მოყვება სტუდენტების კომენტარები, სადაც ღიად აფიქსირებენ აღშფოთებას ამ ფაქტის გამო.თბილისითაიმსი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ღვთისმშობელი თავს იკლავს ილიაუნიში გასაგებია რომ ვსწავლობთ ლიბერალურ უნივერსიტეტში თუმცა რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა ჩემთვის იგივე გაუნათლებლობაა და უგუნურობაა, როგორც რელიგიური ფანატიზმი, რელიგიის და მამაოების გაფეტიშება, უბრალოდ არ შეიძლება სხვის სიწმინდეს ასეთი სახით შეეხო, არ ვიცი სურათის შინაარსი თუმცა ფორმა მიუღებელია ჩემთვის და ბევრი სტუდენტისთვის ალბათ , სამწუხაროა რომ ილიაუნიში ხდება ეს.” – აცხადებს ბერდია ბერიძე

 „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ – პროვოკაციული ნახატის ავტორი ლია უკლებაა. უკლება ნახატის შინაარს განმარტავს. „თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი“ – მხატვრის მიერ დახატული ღვთისმშობელი სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს საზოგადოებას.
„ეს არის ჩემი დამოკიდებულება იმ ფსევდომართლმადიდებლობის, ფსევდოქრისტიანობის და ფსევდორელიგიის მიმართ, რაც დღეს ხდება რელიგიის სახელით მსოფლიოში.

წყარო