თევზები

12„გამგები“ ყველაზე დამახასიათებელი სიტყვაა ამ  მშვიდი მოსიყვარულე ნიშნისთვის. ამ ნიშანს ხშირად ნახავთ მრავალფეროვანი ხალხის კომპანიაში. მათი სურვილი გასცენ თავიანთი ემოციები ქმნის წყნარ ემპათიურ გარემოს. თევზთან ყოფნა კომფორტულია. იგი არ არის ლიდერი, მაგრამ ამ ნიშნის ყოფნა არის ძლიერი და რეზონანსის მიმცემი ნებისმიერი რის გაკეთებაშიც ჩადებენ გულს.

თევზები და სიყვარული

ღრმად თევზების გულში ძგერს თავგადაკლული რომანტიკული გული. მოსიყვარულე და მგრძნობიარე  ეს ნიშანი ძალიან უფრთხილდება სიახლოვეს. ის არის მგზნებარე სეყვარებული, რომელსაც სჭირდება იგრძნოს ნამდვილი კავშირი თავის პარტნიორთან.  ურთიერთობაში, ისინი არიან ერთგული და მოსიყვარულე. მათ უყვართ საჩუქრების ჩუქება და თავიანთ პარტნიორს თავს აგრძნობინებენ საუკეთესოდ. არაფერი არ არის ძალიან კარგი თევზების სასიყვარულო ინტერესებისათვის!

ოჯახი და მეგობრები

თევზები საუკეთესო  მეგობრები არიან. ფაქტიურად, ისინი ხშირად საკუთარ საჭიროებებზე მაღლა აყენებენ მეგობრისას. ერთგული, მხარში მდგომი და  გულშემატკივარი. არანაირი პრობლემა არ არის თევზებისთვის ძალიან დიდი. დიდია თუ პატარა, როდესაც პრობლემა აქვს ოჯახს თუ მეგობარს ისინი მყისვე იქ გაჩნდებიან, რომ საქმე გამოასწორონ. ინტუიციით სავსე თევზები ხშირად წინასწარ გრძნობენ, სანამ რამე ითქმება .

თევზები ბუნებით არიან გამომხატველები და არ ორჭოფობენ ირგვლივ მყოფებს შეატყობინონ რას გრძნობენ. გასაკვირი არ არის , რომ მათ დაწერონ სიმღერა ვინმესთვის ან გულით იყიდონ მნიშვნელოვანი საჩუქარი. მათ ურჩევნიათ სხვები იიყონ მათთან ისეთი გახსნილები, როგორიც თვითონ არიან. საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება.

კარიერა და ფული

ინტუიციური და ხშირად მეოცნებე, თევზები ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს ისეთ პოზიციაზე, რომელიც მის კრეატიულ ბუნებას იყენებს ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის.  მათთვის შესაფერისი პროფესიებია ადვოკატი, არქიტექტორი, ვეტერინარი, მუსიკოსი, სოციალური მუშაკი და თამაშის დიზაინერი. მისთვის დამახასიათებელი ფრაზაა „მე მჯერა“. თევზისთვის მნისვნელოვანია ძლიერად გრძნობდეს თავის მიზანმიმართულებას.

თევზი არის ყველაზე ქველმოქმედი. მგრძნობიარე, შემბრალებელი, ძლიერ მომუშავე და საიმედო ეს არის ნიშანი, რომელმაც ნამდვილად იცის რროგორ ჩაწვდეს საქმის არსს. ისინი შესანიშნავად აგვარებენ პრობლემებს.

თევზები უმეტესად ბევრს არ ფიქრობენ ფულზე. ისინი უფრო დაკავებული არიან თავიანთი ოცნებებით და მიზნებით ვიდრე ფულით. მაგრამ რადგანაც მათ მიზნის მისაღწევად სჭირდებათ ფული ისინი მას აუცილებლად იშოვიან . ისინი შესაძლოა ორგვარად ფიქრობდნენ ამ საკითხზე. ერთის მხრივ თევზები დახარჯავენ დაუფიქრებლად და მეორეს მხრივ ისინი შესაძლოა იყონ ძუნწები. თუმცა, საბოლოოდ ყოველთვის საკმაოდ ბევრი რამაა ცხოვრებაში რისი გაკეთებაც მათ სურთ.