ვგულისხმობთ, მაგრამ არ ვამბობთ!

192

იყო პირდაპირი და თქვა რასაც ნამდვილად ფიქრობ, მართლაც დიდი ნიჭია და ძალიან ცოტა ადამიანს შესწევს ამის უნარი. ზოგჯერ ჩვენ ამისთვის გამბედაობა არ გვყოფნის, ზოგჯერ კი ვუფრთხილდებით იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთა მიმართაც არის ეს სიტყვები მიმართული. როგორც ამბობენ, ჩვენი ცხოვრება არის თეატრი, სადაც თითოეული ადამიანი მოქმედებს მისთვის განსაზღვრული როლის მიხედვით.

ჩვენ ვამბობთ ,,მე აღარ მჭირდები“, სინამდვილეში კი, კონკრეტული პიროვნება ყველაზე მეტად გვჭირდება. იმ იმედით, რომ შეგვეწინაღღმდეგებიან და გვეტყვიან ,,მე მაინც შენ გვერდით ვიქნები…“

,,აქ ცივა“ – ჩვენ ამ დროს გვჭირდებავინმეს ჩახუტება.

,,ჩემთვის უკვე სულერთია…“ – როდესაც სინამდვილეში გვინდა, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ.

,,მე არავის ვჭირდები“–  როდესაც ბევრისთვის ვართ მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ იმ ერთისგან ვგრძნობთ სიცივეს, რომელიც სიცოცხლეს გვირჩევნია.

იქნებ უკვე დადგა ის დრო, როცა უნდა პირდაპირ ვთქვათ, რასაც ვგულისხმობთ?!

„მე შენ მიყვარხარ და მე არაფერს აღარ ვგულისხმობ!“

 

მოამზადა
სალომე უბირიამ