დღის facebook სტატუსი – ნიკა გაბელია : სიყვარული დაგვიკარგავს ადამიანებს და მაშინებს, პატივისემა ვიგინდარებისთვის გვიბოძებია

391

არავის არ ვცემ პასუხს, უბრალოდ ჩემი გულის წუხილი მინდა გადმოგცეთ :))))  სიყვარული დაგვიკარგავს ადამიანებს და მაშინებს,პატივისემა ვიგინდარებისთვის გვიბოძებია და კანკალი მიტანს ამის შემყურე. ეკლესიას აბუჩად ვიგდებთ და შიში მიპყრობს გამჩენის, ერთსურათთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო განცხადება, სურათთან სადაც აღბეჭდილია ყინწვისის ტაძარი და გვერდით აშენებული მაღაზია,კომენტარებმა გული დამწყვიტა, ”საპატრიარქოში თუ ფული არ შევიდა რაა მამული” და ა.შ. მოკლედ მოვითხოვ კატეგორიულად, არასდროსარავინ არ დაწეროს ირონიულად ის რისი პატივისცემაც მაქვს პირადად მე და მოსახლეობის უმრავლესობას, ეს ჩემი უფლებებისდარღვევაა!!!!! ეს ისე.. ( რავი ამ ბოლო დროს ყველა თავის უფლებებზე საუბრობს და მეც მინდოდა მეთქვა რაღაც :)))))) )

ყინწვისის ტაძარი არის უნიკალური თავის ნაგებობით, თავის ფრესკებით და იქ მცხოვრები ბერებით. თამარ მეფის, გიორგი მესამის და ლაშა-გიორგის უნიკალური ფრესკა, ყინწვისის მთავარ ანგელოზი, ფრესკა რომელმაც გააოცა მეცნიერები, წარმოუდგენელია იმ პერიოდში ასეთიფერის შეხამება, ეს არაამქვეყნიური სიდიადის და მხატვრობის ნიმუშია. ყოველ დილით ცისკრის ლოცვისას, ბერები სანთლით განათებულტაძარში ლოცვას კითხულობენ, საოცრებაა იმის ნახვა თუ როგორ აფრიალებს ცისკრის ნიავი მათ სამოსს, სულ რამდენიმე წუთით შენ საოცარჰარმონიას გრძნობ და ფენტეზში გადადიხარ. ეს ადამიანები სათუთად უვლიან ჩვენს ისტორიას, ამით მხოლოდ ვამაყობთ და ვტრაბახობთ,მაგრამ მთავარი გვავიწყდება ის რითაც ადმიანი ფასობს, მადლობის გადახდა!!!!

თუმცა არა, არამც და არამც, ჩვენ უნდა გავკიცხოთ ისინი მაღაზიის გაკეთებისთვის და მოვთხოვოთ პასუხი ამის გამო. ჩემო მეგობრებო,ბერების ცხოვრება იქ ნამდვილად სამაგალითოა, თითქმის ყველა განდეგილად ცხოვრობს, ერთხელ სწორედ იმ ხსენებულ მაღაზიაშიშევედით მე და გიგა, იქ ერთი ბერი იჯდა და საუბარი გავუბით, ბევრი რამ გვითხრა რაც დღემდე კარგად მახსოვს, სამწუხაროდ მისი სახელიარ დამამახსოვრდა.. ერთ-ერთმა მამაომ შემდეგ გვითხრა მასზე, ის წარმოშობით ბათუმიდან ყოფილა, გონიოს სანაპიროს ძალიან დიდინაწილი მისი საკუთრება გახლდათ, ყიდდა და შემოსული თანხით ტაძრის აშენებას გეგმავდა, გავოცდით და ტანში ჟრუანტელმა წამიცეკვა.

მეორე დღეს კარგი ამინდი იყო და ტყეში გასვლა მოგვიდა, საკმაოდ დიდი მანძილი გავიარეთ და ქოხი შევნიშნეთ, ქოხში სწორედ ისბათუმელი მამაო ცხოვრობდა, განცდა დამეუფლა იმის რომ ჩემს წინ ადამიანი არ იდგა, ის ფარფატა ბუმბულივით იყო,ძლიერი თვალებიჰქონდა, აი ისეთი, ილიას ”განდეგილში” რომ ჰქონდა ჩაქარგული. ყინწვისის მონასტრის გვერდით, ეზოშივე მეხუთე საუკუნის პატარამონასტერი დგას, ეკლესიაში მიწის ქვეშ ინახავენ იმავე საუკუნეში მცხოვრები წმინდა ბერების თავის ქალებს.

იქ ჩასვლის პატივი ყველას როდი ეძლევა, მადლობა უფალს რომ მე მომცა იქ შესვლის უფლება, ეს იყო აღტაცების პიკი, ეს იყო უფალთანდაახლოების უმოკლესი გზა, ვბედნიერობდი, და ამ ბედნიერებით სიყვარული მემატებოდა ადამინთა მიმართ. ამ ძვლების მოვლარათქმაუნდა მარტო ლოცვით ვერ მოხერხდება, ამ ყველაფერს ხარჯები უნდა, იმედია მიმიხვდით…

ადმიანებო, მეგობრებო, ჩემო საყვარელო ხალხო, ნუ რა, ნუ გთხოვთ!!!! პოზიტივით ვიცხოვროთ და არ გვინდა ეს ნეგატივი. მიყვარხართ დაუფალმა დაგლოცოთ!!!!!!