დღის facebook პოსტი: #ადამიანისთვის

348

ჰყავდა შვიდი შვილი, ყველაზე უფროსი 19 წლის, უმცროსი 2 წლის. მთელი დღე ქუთაისის ბაზრობაზე იდგა და წვრილმანებს ჰყიდდა. მისი ქმარი მშენებლობაზე მუშაობდა ხან ბათუმში, ხან საირმეში, ხან ქუთაისში. სადაც მოუხერხდებოდა. უფროსი შვილები უმცროსებს ზრდიდნენ, სკოლასა და ბაღში დაატარებდნენ და მშობლებს საზრუნავს უმსუბუქებდნენ.

გარეგნულად ეს ყველაფერი მშვენივრად მოსჩანს, მაგრამ ვარდოსანიძეების ოჯახს ძალიან უჭირდათ. ჰო, სახელმწიფო დახმარებასაც იღებდნენ.
ჩემმა მეგობრებმა ფული შეკრიბეს და საჩუქრები წაუღეს. კარი ნაზი დეიდამ გააღო. მეგობრებმა უთხრეს,
ბავშვებს საჩუქრები მოვუტანეთო.
გაიბადრა, გაიხარა, გაიღიმა, დაიბნა კიდეც და ბოლოს, მოიფიქრა, შინ შემოდითო.
– დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჯერ არავის მოუტანია საჩუქრები. – გვითხრა მასპინძელმა.
– სამაგიეროდ, ახლა გამოვჩნდით თქვენი ანგელოზები – იხუმრა მაიამ.
– კი, ანგელოზები ხართ შვილებო. თქვა ნაზი დეიდამ და ჩაფიქრდა: – ახლა ძალიან მეუხერხულება ამ საჩუქრის აღება.
– ახლა უარი არ თქვათ. ჩვენ მთელი
გულით მოგართვით. – უთხრა კონსტანტინემ.
– ჩემს გვერდით კორპუსში ბლიაძეების რაიონიდან ჩამოსული რვაშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. თუ შეიძლება, მათ გადაუტანეთ. ცოლ-ქმარი უმუშევარია და იმათ უფრო სჭირდებათ. ჩვენ რაღაცას მაინც ვჯახირობთ.
დაბნეულობით გამოწვეული დუმილი ჩამოვარდა. შემდეგი სამოქმედო ნაბიჯი არავინ ვიცოდით.
– ეს რომ თქვენ დაიტოვოთ და იმათ სხვა დროს წავუღოთ? – სასხვათაშორისოდ იკითხა მაიკომ.
– არა, იმათ მიუტანეთ, უფრო უჭირთ. ეს უფრო იქნება ჩემი პატივისცემა. – ლამის მუდარით თქვა მასპინძელმა.
მცირე ჭიდილი გაიმართა. ნაზი დეიდა თავის აზრზე იყო. ლამის ყელის გამოწვდით ლაპარაკობდა.
– მე ის უფრო გამიხარდება, ჩემზე გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს თუ გაახრებთ. თქვენი სიკეთე სიკეთეზე მეტი იქნება. – გვითხრა თვალწყლიანმა ქალბატონმა და ბლიაძეებისკენ კიდევ ერთხელ გადაგვამისამართა.

ჰყავდა შვიდი შვილი. მთელი დღე ბაზრობაზე იდგა და წვრილმანებს ქუთაისის ბაზარზე ჰყიდდა. მისი ქმარი მშენებლობაზე ხან სად მუშაობდა და ხან სად. უფროსი შვილები უმცროსებს ზრდიდნენ, სკოლასა და ბაღში დაატარებდნენ და მშობლებს საზრუნავს უმსუბუქებდნენ.
გარეგნულად ეს ყველაფერი მშვენივრად მოსჩანს, მაგრამ ვარდოსანიძეების ოჯახს ძალიან უჭირდათ. თუმცა, მათზე უფრო გაჭირვებულები არ ავიწყდებოდათ.
‪#‎ადამიანისთვის‬
სიკეთე სიკეთეზე მეტია

 

გოგა ჩანადირი