გონერი მჭედლიძე: ახალგაზრდა, რომლისთვისაც ფოტოგრაფია თავისუფლებასთან ასოცირდება

208

გონერი მჭედლიძე ახალგზრდა ფოტოგრაფია, რომლისთვისაც ეს სფერო სრულ თავისუფლებასთან ასოცირდება და ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე იღებს იმას, რასაც საინტერესოდ თვლის. განსაკუთრებით კი პეიზაჟები და პორტრეტები იზიდავს.

მისი ფოტოები სიცოცხლით სავსე და შთამაგონებელია. თითოეულ ფოტოში ფერები საუკეთესოდაა ერთმანეთთან შეხამებული, რაც მას უფრო ეფექტურს ხდის.
„პატარაობიდან მიზიდავდა ფოტოგრაფია. მახსოვს, მეცხრე კლასში ვიყავი, მამაჩემს ფირიანი აპარატი ჰქონდა ე.წ „Zenit“, სანამ ფირი ამოიწურებოდა რამდენიმე ფოტო გადავიღე და Kodak-ში წავიღე დასაბეჭდად. ცოტა ხნის მერე მივდივარ და ვხედავ რომ ჩემი ფოტოები კედელზე აქვთ გაკრული. მითხრეს მოგვეწონა და გავაკარითო. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ეს გარკვეული ბიძგიც იყო, რომ ფოტოგრაფიით დავინტერესებულიყავი. შემდეგ ახალი აპარატი შევიძინე და დავიწყე მოღვაწეობა.“
 გვინდა მისი რამდენიმე ნამუშევარი წარმოგიდგინოთ: