გიგა მანაგაძე – თვითმკვლელობათა ოთხი ტიპი

120

ეპიდემიების, ომისა და ბუნებრივი კატაკლიზმების გვერდით, თვითმკვლელობა ადამიანთა დაღუპვის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებული მიზეზია, რომელსაც ოფიციალური სტატისტკის მიხედვიტ წელიწადში 4 მილიონი მსხვერპლი ჰყავს. 19 მილიონი ადამიანი კი, თვითმკვლელობის მცდელობას წარუმატებლად ანხორციელებს.

თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთში, ლიტვაში, ბელორუსში, ლატვიასა და რუსეთშია, სადაც წელიწადში, ყოველ ასი ათას მოსახლეზე ოცი ადამიანი იკლავს თავს.

საქართველო სომხეთთან, აზერბაიჯანთან, გერმანიასთან, საბერძნეთთან, ავსტრალიასთან და ისრაელთან ერთად, იმ ქვეყნების რიგებს ავსებს, სადაც ყოველ ასი ათას ადამიანზე, ყოველწლიურად ათი ადამიანი იკლავს თავს. ეს შედარებით დაბალი მაჩვენებელია, თუმცა მოსახლეობის დონის გათვალისწინებით, მიანც საგანგაშო და ყურადსაღებია.

თვითმკვლელობაზე უამრავი გამოკვლევა ჩატარებულა. წლებია იკვლევენ მის მიზეზებს, მიზნებს და ცდილობენ დაადგინონ გზები, რათა თვითმკვლელობის დონის დადაბლება მოხდეს.

წლებია, თვითმკვლელობა ფსიქოლოგთა კვლევის ერთ-ერთი მთავარი საგანია, თუმცა თვითმკვლელობაზე ჩატარებულ კვლევებს შორის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულ ნაშრომად, შეიძლება, ემილ დიუქჰეიმის ,,თვითმკვლელობა’’ მივიჩნიოთ, რომელიც ფრანგმა მოაზროვნემ,  1897 წელს გამოსცა.

ემილ დიურქჰეიმი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც სურდა, სოციოლოგიის, როგორც ცალკე მდგომი მეცნიერების დამკვიდრება საზოგადოებაში და მეცნიერულ წრეებში. მისი მიზანი, შეიძლება ითქვას, რომ მის სიცოცხლეშივე ასრულდა, როდესაც 1910 წელს საფუძველი ჩაეყარა, მსოფლიოში პირველ, ფრანგულ სოციოლოგიის სკოლას.

ემილ დიურქჰეიმისთვის თვითმკვლელობის შემთხვევების ძიება და კველვა, ერთგვარად, მომგებიანი იყო, რადგან ამის წყალობით მან მოახერხა, სოციოლოგიის მეცნიერული ძალის დამოწმება.

ემილ დიურქჰეიმი შეშფოთებული იყო, იმით, რომ მისი თანამედროვეები სოციოლოგიას განიხილავდნენ, როგორც ფილოსოფიის ერთ-ერთ შტოს, რომ სოციოლოგიის აღქმა არ ხდებოდა, ისე, როგორც ამას თვითონ და მისი წინამორბედები, კონტი და სენ-სიმონი ისურვებდნენ. იგი დამწხრებით აღნიშნავდა, რომ სოციოლოგია იყი, მხოლოდ მოდაში შემოსული ტერმინი, რომელსაც ხშირად შეცდომითაც იყენებდნენ.

ემილ დიურქჰეიმმა თვითმკვლელობა განიხილა, როგორც  სოციალური ფაქტი და სოციოლოგია სხვა არაფერია, თუ არა მეცნიერება, რომელიც სოციალურ ფაქტებს იკვლევს. სწორედ ამიტომ, მან გადაწვიტა თვითმკვლელობის შესწავლა. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის საგანი სწორად იყო შერჩეული, ვინაიდან, თვითმკვლელობა იყო აქტუალური და მწვავე საკითხი და ამასთან იგი იყო მარტივად განსასაზღვრი.

დიურქჰეიმის მიერ ჩატარებულ კვლევას დღემდე მიიჩნევენ თვისებრივი კვლევის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად. იგი კვლევის მეთოდად იყენებდა ემპირულ დაკვირვებას და ასევე, საფუძვლიანად იკვლევდა თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, გადარჩენილთა ყოფას, მათ ცხოვრებასა და ბიოგრაფიას.

თავდაპირველად, მან მოახდინა თვითმკვლელობათა ფაქტორების დეფინიცია, როგორც სოციალური და არასოციალური ხასიათის ფაქტორებად. ასევე, აღნიშნა, რომ არასოციალურ ფაქტორების გავლენა ადამიანების მიერ სუიციდის ჩადენაზე ძალიან მცირეა, ან ისინი საერთოდ არ ახდენს გავლენას მათზე. არასოციალურ ფაქტორებში ის გულისხმობს დეპრესიას, ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას,  მიბაძვას და ა.შ.

დირქჰეიმმა რასაკვირველია დიდი ადგილი დაუთმო სოციალური ფატქებს, რომლებიც სუიციდის ბიძგის მიმცემნი არიან. მან ასევე მიზნად დაისახა, იმის განსაზღვრა, თუ რა შეიძლება მიჩნუელ იქნას სოციალურ ფაქტად და რა არა.

დიურქჰეიმისთვის აუცილებელი იყო თვითმკლველობათა მიზეზების გაგება, რადგა თუ გვეცოდინება მიზეზი, მოვახერხებთ შედეგების განსაზღვრასაც, შესაბამისად, მათ შეცვლასა და აღკვეთასა.  მისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მიზეზთა კლასიფიცირება,  შემდეგ, კი მათი თვითმკვლელთა თითოეული ჯგუფისთვის მიკუთვნება, რასაც მოყვებოდა თითოეული ჯგუფისთვის  მისთვის დამახასიათებელი,  განხაზღვრული ფაქტორის ქონა, რაც კვლევას მნიშვნელოვნად გაამარტივებდა და საკითხის ბევრ ასპექტს ნათელს მოჰფენდა.

დიურქჰეიმმა მალევე დაასკვნა, რომ თვითმკვლელობათა მთავრ სოციალურ ფაქტორად ინდივიდის საზოგადოებაში დაბალი ან პირიქით, ძალიან მაღალი ინტეგრაცია განსაზღვრავდა.

დაბალი ინტეგრაციის მქონე ადამიანები უფრო ხშირად იკლავდნენ თავს, ვიდრე საზოგადოებაში ინტერირებული ინდივიდები. ეს დასკვნა გამომდინარეობს, რამდენიმე მოვლენიდან, რომელებიც ერთი სოციალური ფაქტის ქვეშ ერთიანდებიან. მაგალითისვით, ქვრივები უფრო ხშირად იკლავენ თავს, ვიდრე ქორწინებაში მყოფნი, მარტოხელები უფრო ხშირად იკლავენ თავს, ვიდრე დაოჯახებულნი, ქალაქის მკვიდრნი უფრო ხშირად იკავენ თავს, ვიდრე სოფლის მკვიდრნი. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებაში დაბალი ინტეგრაციის მქონდე ინდივიდებში სუიციდის შემთხვევები უფრო მეტია.

ასევე, თვითმკვლელობების პროვოცირება ხდება ძალიან მაღალი ინტეგრაციის მქონე საზოგადოებებში, სადაც ინდივიდი იმდენად განიცდის საზოგადოების მხრიდან ზეწოლას, რომ იგი კარგავს პიროვნულობას, საკუთარ ინდივიდუალობას და ხდება კოლექტივის საკუთრება. მისი პირადი ნება სრულიად უგულებელყოფილია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე დიურქჰეიმმა გამოყო თვითმკვლელთა ოთხი ტიპი. ესენია – ეგოისტური, ანომნიური, ალტრუისტული და ფატალური თვითმკვლელთა ტიპები.

ეგოისტური – ამ ტიპის თვითმკვლელობები გავრცელებულია საზოგადოებაში, სადაც ინდივიდთა ინტეგრაციის დონე ძალიან დაბალია. როდესაც საზოგადოება დეზორგანიზებულია დ არ ხდება ინდივიდთა შორის მყარი კავშირების დამყარება. ასეთ დროს ადამიანის პიროვნებას ენიჭება ზედმეტი ინდივიდუალიზმი, შეიძლბა ითქვას, რომ მისი პიროვნულობა იზრდება და იგი არ გრძნობს პასუხისმგებლობას არავის წინაშე. იგი სრულიად თავისუფალია, რაც დამღუპველი ხდება მისთვის, რადგან აუცილებელია თითოეულმა ინდივიდმა იგრძნოს სოციალური პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაში თუ ეს ასე არ ხდება, ადამიანმა არ იცის რა მოუხერხოს საკუთარ თავისუფლებას, იგი რჩება საზოგადოების მიღმა და დეპრესიისა თუ მელანქოლიის დროს თავს იკლავს, ისე, რომ არ ცდილობს გაითვალისწინოს სხვა ადამიანთა ინტერესებს. მაგალითად, იმ ადამიანთა მდგომარეობა, რომლებსაც გულს დასწყვეტს მისი სიკვდილი. თვითმკვლელობის ეს ტიპი სრულიად ეგოისტურია და იგი ცალსახად, ნაკლები ინტეგრაციით არის გამოწვეული.

ანომნიური – დიურქჰეიმის მიხედვით, თვითმკვლელობის ამ ტიპის განსაკუთრებული გააქტიურება ხდება, მაშინ როცა საზოგადოებრივი ინსტიტუტები ინგრევა, ხოლო ახლები, რომლებმაც დანგრეულები და გაუქმებულები უნდა შეცვალონ ჯერ არ შემქნილა. ამ დროს საზოგადოება გაურკვევლობაშია და ინდივიდიც ზედმეტი ცვლილებების შედეგად, იტანჯება მწვავე დეპრესიით ან მელანქოლიით.

ფატალისტური – დიურქჰეიმმა თვითმკვლელობის ეს ტიპი განიხილა, როგორც ანონიმნური  თვითმკვლელობის საპირისპირო. ფატალური თვითმკვლელობების გააქტიურება ხდება, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი ინსტიტუტები ზედმეტ გავლენას ახდენს ადმიანზე, მის გადაწვეტილებებსა და ცხოვრებაზე, როდესაც ადამიანის ინდივიდუალურზმი შეზღუდულია, იმდენად, რომ ის სუიციდამდე მიდის.

ალტრუისტული – თვითმკვლელობის ეს ტიპი, ისევე, როგორც ფატალისტური, გამოწვეულია საზოგადოებაში, ინდივიდის მაღლი ინტეგრაციით. მაშინ, როცა ადმაინი საკუთარ ნებას არ გამოხატავს და გააზრებულად ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთებს. თვითმკვლელობის ასეთ ტიპად შეიძლება ჩაითვალოს  ჯარისკაცების დაღუპვა სამშობლოს სახელით, საყვარელი ადამიანების სიკვდილი სიყვარულის დასამტკიცებლად, ანუ ის შემთხვევები, როდესაც ადამინი თვითმკვლელობით ცდილობს საკუთარი ვალდებულება, ვალი მოიხადოს საზოგადოების ან სხვა ადამიანის წინაშე.

დიურქჰეიმის ასევე აღნიშნავს, რომ რელიგიას, როგორც საზოგადოების მარეგულირებელ ძალას შესწევს უნარი თვითმკვლელობათა აღკვეთას და მათი დონის დაკლებას შეუწყოს ხელი, თუმცა მას ასევე შეუძლია თვითმკვლელობათა რიცხვი გაზარდოს, ინდივიდზე გარეგანი იძულების გზით და მისი ინდივიდუალიზმის შეზღუდვით.