გეოგრაფია, ანუ ის რასაც არ გასწავლიან წიგნებში

381

და სანამ სამოგზაუროდ წახვიდოდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში. წაიკითხეთ ეს სტატია. თქვენ შეიძლება ვერც კი გააცნობიეროთ, ისე გამოხვიდეთ კანონდამრღვევი ამ ქვეყნებში. ან უბრალოდ, გაიგეთ მეტი თქვენთვის საყვარელი ქვეყნების თუ ქალაქების შესახებ…

  1. საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანები.
  2. ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ გამოიძახოს ძაღლი როგორც მოწმე.
  3. დანიის ციხეებიდან გაქცევა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად არ ითვლება.
  4. საფრანგეთში ცხოველზე ნაპოლეონის დარქმევა კანონით ისჯება.
  5. დანიაში მანქანით გასეირნების მსურველმა უნდა იცოდეს, რომ სანამ მანქანას დაქოქავს, მანამდე უნდა შეამოწმოს მუხრუჭები, მაშუქები, დაასიგნალოს, შემდეგ კი გადმოვიდეს მანქანიდან და მის ქვეშ შეიხედოს. როცა დარწმუნდება, რომ მანქანის ქვეშ ბავშვები არ თამაშობენ, შეუძლია დაძრას ავტომობილი.
  6. ავსტრალიაში მხოლოდ სერთიფიცირებულ ელექტრო შემკეთებელს შეუძლია ნათურის შეცვლა. კანონდამრღვევი 10 გირვანქით ჯარიმდება.
  7. პარაგვაიში დუელი აკრძალულია გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დუელანტებს თავიანთი სხეულის ნაწილები საავადმყოფოსთვის ან რაიმე სხვა სამედიცინო დაწესებულებისთვის აქვთ ნაანდერძები.
  8. ტეხასის შტატში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ბოროტმოქმედი ვალდებულია 24 საათით ადრე აცნობოს წერილობით ან სიტყვიერად თავის მომავალ მსხვერპლს თავისი განზრახვის შესახებ. გარდა ამისა შეტყობინებაში აღწერილი უნდა იყოს დანაშაულის დეტალები.
  9. ლონდონის დაკარგული ნივთების ბიუროში ინახება 11000 საფულე, 10500 საკრედიტო ბარათი, 15000 ქოლგა, 13000 ქუდი, 11000 მობილური ტელეფონი… და ა.შ.
  10. ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.

 

მოამზადა:
თამო ლომაშვილმა