გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას ოჯახს კომპანია „არქი ჯგუფმა“ ბინა აჩუქა.

394

გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას ოჯახს კომპანია „არქი ჯგუფმა“ ბინა აჩუქა.
ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეკა ხოფერიამ თავის გადაცემაში განაცხადა.
„ეს შენი და ბავშვების ახალი ბინაა, ეს იმიტომ, რომ შენ აღარაფერზე არ იფიქრო, უფრო სწორად ამ შემთხვევაში იფიქრო მხოლოდ ბავშვებზე. მინდა ეს იყოს შენთვის ყველაზე ბედნიერი ბინა,“- ამ სიტყვებით მიმართა ეკა ხოფერიამ კოტე თოლორდავას მეუღლეს განო მელითაურს.

თეატრისა და კინოს მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.