გაიცანით ჯეიმი დორნანი – საინტერესო ფაქტები “კრისტიან გრეის” შესახებ

606

ჯეიმი დორნანი ჩრდილოეთ ირლანდიელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსია.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის ბესთსელერად ქცეულ ფილმ “გრეის 50 ელფერიდან” გაიცნო, სადაც მთავარ გმირს, კრისტიან გრეის განასახიერებს.  ეს სექსუალური და ქარიზმატული მამაკაცი 1982 წლის პირველ მაისს დაიბადა.

ის თანამედროვე გოგონების ახალი კერპია. ჟურნალმა Glamour-მა დორნანი წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.

ჯეიმი აქტიურ სამსახიობო კარიერის დაწყებამდე მოდელი გახლდათ. ის უკრავს გიტარაზე და მღერის, იყო ჯგუფ “Sons of Jim” – ის წევრი.

რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, ის ორი წელი ხვდებოდა მსახიობ კირა ნაითლის, თუმცა წყვილი 2005 წელს დაშორდა. ამჟამად კი, ჯეიმის ცოლი და შვილი ჰყავს. მისი მეუღლე მომღერალი ამელია უერნერია. ისინი 2013 წელს დაქორწინდნენ.

მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ უამრავი კომპლექსი აწუხებს გარეგნობასთან დაკავშირებით, არ უყვარს სარკეში ჩახედვა და დისკომფორტს განიცდის, როცა წვერი არ აქვს. ამიტომ უმეტესად ის წვერს ატარებს.

წყარო