ბარბის შემდეგ ,,ნორმალური“ კენის თოჯინაც გამოვა

168

ბარბის  შემქმნელები დიდი ხანია ფიქრობენ იმაზე, რომ თოჯინის იდეალური პროპორციები გოგონებს რეალობასთან აშორებს და არასწორ წარმოდგენას უქმნის სილამაზის შესახებ. სწორედ ამიტომ, ნიკოლაი ლემმა სამი წელი მოანდომა ბარბისთვის ახალი პროპორციების შექმნას. ახალი თოჯინები სხეულის ფორმის, სიმაღლისა და კანის ფერის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან.

ახალი ბარბების შემდეგ ,,ნორმალური“ კენის შექმნის დროც დადგა. ,,მას არ აქვს იდეალური პრესი, მაგრამ კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევა, არ აქვს უზარმაზარი კუნთები, მაგრამ აქვს უზარმაზარი გული,  შესაძლოა, არ გამოიყურება, როგორც მოდელი, მაგრამ საკუთარ თავს ისეთს აფასებს, როგორიც არის.“ – ასე აღწერენ ახალ კენს რეკლამაში.

-რეალობა ძალიან კარგია, იმის მიუხედავად, რომ ის შესაძლოა არ იყოს იდეალური, მაინც მშვენიერია – განაცხადა ლემმა.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ