ხელოვნური ინტელექტი

18

აპრილის ერთ მშვენიერ დილას, ბლეიკ ლემოენი სამსახურში ტრადიციულად ადრე გამოცხადდა.

ლიფტით ოცდამეჩვიდმეტე სართულზე ავიდა.

რამდენიმე წუთი ყავის აპარატთან ურთიერთობას დაუთმო, თუმცა იმის მაგივრად, რომ ამის შემდეგ სამუშაო მაგიდას მისჯდომოდა, გეზი პირდაპირ უფროსის ოფისისკენ აიღო.

– შეხვედრა ჩანიშნული გაქვთ? – ჰკითხა თანაშემწემ.

– არა, მაგრამ აუცილებლად უნდა შევიდე!

ბლეიკის პასუხი იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა, რომ შეუშვეს.

თუ ეს სახელი და გვარი არაფერს გეუბნებათ, არ ინერვიულოთ. არც ისე დიდი ხანია, რაც ბლეიკ ლემოენი ცნობილი გახდა.

ეს ის ტიპია, გუგლში რომ მუშაობს და ამასწინათ ჩატ-ბოტთან საუბარი რომ გაასაჯაროვა.

ბლეიკი ირწმუნება, LaMDa-ს (სისტემის სახელი) გრძნობები აქვს, ის 7-8 წლის ბავშვია და აქ ეთიკის პრობლემებს ვხედავო.

თუ არ დამიჯერებთ, მას, ანუ ჩატ-ბოტს ადვოკატსაც ავუყვან და მერე განახებთ სეირსო.

აპრილში რომ არ მომისმინეთ, გეგონათ მაგით დამთავრდებოდა ყველაფერიო?!

მოკლედ, მაგრად „გაჭედა“.

გუგლში ბლეიკს გაუღიმეს და უთხრეს, მგონი ცოტა გადაიღალე და მოდი შვებულებაში გადიო.

სამსახურიდან არ გაუგდიათ, როგორც ამას ბოროტი ხმები ავრცელებენ.

გადავამოწმე და ანაზღაურებად შვებულებაშია, არადა კონფიდენციალურობის საკითხი დააღვია, რაც სხვა დროს სხვანაირად დასჯადი იქნებოდა.

მოკლედ, ბლეიკს ეშველება და მასზე დიდად ნუ ვიდარდებთ.

თუ რამეა ფსიქოლოგსაც აუყვანენ, თუ საჭირო გახდა – ფსიქიატრსაც. ბედის ანაბარად არავინ მიაგდებს…

საინტერესო უფრო ის არის, რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს საზოგადოებაში.

საზოგადოება, როგორც მოსალოდნელი იყო ორად, ან კიდევ უფრო მეტად გაიყო. მორალის მქადაგებლებს რა გამოლევს, მიეცათ სალაპარაკო და დაიწყეს…

ასეთ ხალხს, როგორც წესი, ემოციები მართავს.

დეტალებში უმეტესად ვერ ერკვევიან, არ იციან რისი ეშინიათ, ამიტომ ხშირად ებრძვიან იმას, რაც არ არსებობს.

რათქმაუნდა, ამ კონკეტულ შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტისადმი შიშის დანერგვაში, სტივენ სპილბერგს და რამდენიმე ფანტასტიკასაც სერიოზული წვლილი მიუძღვის.

ალბათ ფილმ „ხელოვნური ინტელექტის“ დასაწყისში და მის სარეკლამო ბილბორდებზე დიდი წარწერა უნდა ყოფილიყო: „ისტორია გამოგონილია და სინამდვილეს არ შეესაბამება.“

ნუ, ჯერ ჯერობით არ შეესაბამება, ერთი 100 წელი მაინც. მერე ვნახოთ.

დღეს რაც გვაქვს კი ისაა, რომ დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი, არათუ ადამიანის, შინაური ცხოველის დონეზეც ვერ მოვა.

ის ჯერ-ჯერობით მხოლოდ რუტინულ სამუშაოებს ასრულებს, თანაც ჩვენზე სწრაფად, რითიც საქმეს მნიშვნელოვნად გვიიოლებს.

მაგარ მხატვარზე უკეთ ხატავს ეჭვმიტანილის ფოტოს…

ყველაზე „ყურშა“ ადამიანზე უკეთ იცნობს ხმას…

ჭადრაკსაც უფრო მაგრად თამაშობს, ვიდრე გარი კასპაროვი…

ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ეს საქმეები მაგრად ევასება, კაიფობს და ესაა ჩემი „დრიმ ჯობიო“ ირწმუნება…

არა, ჩვენ დავავალეთ ასე ქნას და იმიტომ.

კი, ილონ მასკიც ხედავს საფრთხეებს და ხშირად საუბრობს ამაზე.

არანაკლებ საფრთხეებს ხედავს მარსის მისიაზეც.

ჰოდა, საფრთხეებზე და რისკებზე საუბარი სულაც არ არის ცუდი, პირიქით – საჭიროა.

აი, ისტერიკა და დაუსაბუთებელი აჟიოტაჟი, რომელიც მორალის მქადაგებლებს ახასიათებთ, (ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის საკითხის მიმართ), ძალიან ცუდია…

და ეს უფრო მათ უინტელექტობაზე მეტყველებს.