ცეცხლოვანი ბურთი ატმოსფეროში

178

ორშაბათს, აღმოჩენიდან რამდენიმე საათში ასტეროიდი ატმოსფეროში შემოვიდა და კაშკაშა ცეცხლოვან ბურთად გადაიქცა, რომელიც მთელს ევროპაში შენიშნეს.

კვირას, ასტრონომმა კრიშტიან სარნეცკიმ უნგრეთის Piszkéstető-ს ობსერვატორიაში აღმოაჩინა ასტეროიდი – თავდაპირველი სახელწოდებით Sar2667 , ნათქვამია ევროპის კოსმოსური სააგენტოს საინფორმაციო გამოცემაში. რამდენიმე წუთის შემდეგ, განხორციელდა მეორე დაკვირვება, ამის შესახებ აცნობეს საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს – მცირე პლანეტების ცენტრს. ასტეროიდის აღმოჩენიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, ხორვატიაში Višnjan-ის ობსერვატორიამ დაადასტურა ობიექტი.

საბედნიეროდ, ასტრონომებმა განაცხადეს, რომ ეს იყო 3-ფუტიანი ასტეროიდი, ოფიციალური სახელწოდებით 2023 CX1, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს დედამიწისა და კაცობრიობისთვის.