ქუენტინ ტარანტინომ ისტორიული კინოთეატრი შეიძინა

15

“მე “Vista Theatre” შევიძინე “სანსეთ” ბულვარზე. მას, სავარაუდოდ, შობისთვის გავხსნით და ვიმეორებ: მხოლოდ მხატვრული ფილმები. ეს არ იქნება რეტროსპექტიული კინოთეატრი. ჩვენ ვაჩვენებთ ახალ ფილმებს, რომლებიც გამოვა. ეს არ იქნება New Beverly Cinema-ს მსგავსი. აქ არის ვიბრაცია და Vista  იქნება გვირგვინში ალმასის მსგავსი. ჩვენ ვაჩვენებთ ძველ ფილმებს, მაგრამ ეს უფრო ოთხდღიან ნიშნობას დაემსგავსება. ”- ამაყად თქვა ტარანტინომ.

შეგახსენებთ, რომ კვენტინმა თავისი სხვა კინოთეატრი New Bewerly” 2007 წელს შეიძინა. იქ ის აჩვენებს ფილმებს ფირზე, რომელიც თავისი პირადი კოლექციიდან არის და ზოგჯერ მსმენელებთან ერთად განიხილავს მათ.

რაც შეეხება “Vista Theatre”, ის პირველად 1923 წლის 9 ოქტომბერს გაიხსნა.