ფემინიზმი- მიახლოება ყოველდღიურ რეალობასთან

96

სანამ ქალებს  ხმის მიცემის უფლებას არ ჩამოართმევენ მანამდე პირველი ტალღის ფემინიზმი წარმატებულ და ეფექტურ მოძრაობად უნდა ვაღიაროთ. ისინი ვინც თვლიან რომ ფემინიზმი აგრესიული მოძრაობაა რომელიც გულისხმობს ქალისთვის დომინანტური პოზიციის მოპოვებასან ფიქრობენ რომ  ფემინიზმი არის აზროვნების ის მოდელი რომელიც ჭეშმარიტებისგან დაცლილია და აბსურდულია შეუძლიათუფრო ღრმად ჩაიხედონ მის ფუნდამენტურ ღირებულებებში. დღეს ქალებს მუშაობის, განთლების  მიღების და არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მაგრამ არავის ახსოვს რომ ამისათვის ბრძოლა იყო საჭირო. როდესაც ვსაუბრობთ გენდერულ ურთიერთობაზე უნდა მოვიშველიოთ ისეთი მაგალითები რომლებიც ჩვენს გარშემოა გავრცელებული. მაგალითად ბილწსიტყვაობა (გინება). ეს რა თქმა უნდა არასერიოზული მსჯელობის დასაწყისია მაგრამ  წარმოადგენს იმ შეურაცხყოფისფორმას რომელსაც კაცი ხშირად მიზეზით თუ უმიზეზოდ მიმართავს. გინება არის საუკეთესო მაგალითი როდესაც კაცი საკუთარ დომინანტურ პოზიციას მეტაფორულად გადმოსცემს. აკრძალვის ენა რომელიც გულისხმობს შემდეგ ფრაზებს: ‘არ წახვიდე, ეს არ ჩაიცვა და არ შემეპასუხო’ ისეთივე მასკულინური უპირატესობის გამომჟღავნებაა როგორიც შეურაცხყოფის ენა.ისტორია იცნობს ქალებს რომლებსაც პოლიტიკური მართვის სადავეები ეჭირათ მაგრამ მათ პოზიციებს მათი სოციალური სტატუსი ამაგრებდა. ‘ლეკვი ლომისა სწორია…’ ეს ყველამ კარგად ვიცით მაგრამ როგორც კი თინათინის და ავთანდილის  სოციალურ ფენას ჩამოვშორდებით, მაშინ თანასწორობის საკითხი უფრო პორბლემური ხდება. ქალების უმეტესობა არ მონაწილეობდა მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესებში რაც განაპირობებდა კაცთან შედარებით მათ არათანაბარ პოზიციას საზოგადოებაში.

აკრაძალვის ენას რომ დაუპირისპირდე აუცილებელია გქონდეს წინააღმდეგობის გაწევის ძალა  მაგრამ ქალთან მიმართებაში ასეთი ტიპის ძალა არ მოიაზრება.  მეორე ტალღის ფემინიზმი საუბრობს სწორედ იმ თემაზე რომ ქალის და კაცის განმსაზღვრელი ელემენტები არც აბსოლუტურია და არც ურთიერსაწინააღმდეგო. რაც ნიშნავს იმას რომ აკრძალვის თუ შეურაცხყოფის ენა ერთნაირად მიუღებელი უნდა იყოს ორივე სქესის წარმომადგენილისათვის.გენდერული ასოციაციები  იმდენად გამიჯნულია ერთმანეთისგან  რომსაზოგადოება ამართლებს იმ სუბიექტს რომელსაც ამავე საზოგადოებამ უპირობო უპირატესობა მიანიჭა. ამან გამოიწვია სწორედ ის რომ  როდესაც შეურაცხყოფის და აკრძალვის ენა ესმით ქალებს კაცებისგან ისინი ფიქრობენ რომ ასეთი ტიპის დამოკიდებულება ნორმის საზღვრებშია მოქცეული და გამყარებულია ისეთი წარმოდგენებით რომელიც კრიტიკულ დამოკიდებულებას არ ექვემდებარება. პრობლემურია ის რომ არავის სჭირდება აზროვნების ის მოდელი რომელიც უმნიშვნელო ფრაზეოლოგიას აკვირდება და მასში სერიოზულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობის საფრთხეს ამოიცნობს. ბევრი ქალი ფიქრობს რომკაცის უპირატესობა,რომელიც ჩაგვრის საფუძველი ხდება, საფრთხეს არ წარმოადგენს რადგან იგი მსუბუქი ფორმით ვლინდება მაგალითად როგირიცაა აკრძალვის და შეურაცხყოფის ენა.მაგრამ ზოგიერთისთვის ‘გენდერული ურთიერთობა’ ფატალურად დასრულდა. ამის შემდეგ ფემინიზმის გვერდზე გადადება მანიშნებელია იმისა რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფს პრობლმის საწყისს, რომელიც მშვიდად პოულობს ადგილს რაციონალური აზოვნების არეალში და ამ ყველაფრით ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ფატალური შედეგის ასრულებას.