
დიზაინი
ინტერიერის დიზაინის პროექტი საშუალებას გაძლევთ განიხილოთ თქვენი იდეების ყველა შესაძლო ვარიანტი და ამოარჩიოთ მათგან ყველაზე ოპტიმალური.ამის გაკეთება უფრო ადვილია პროექტირების ეტაპზე,ვიდრე მშენებლობისას.
ინტერიეტის დიზაინის პროექტი საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ და შეაფასოთ საბოლოო შედეგი მუშაობის დაწყებამდე
თუ თქვენ გაქვთ პატარა ბინა ან სახლი და გსურთ გააკეთოთ რემონტი, მრავალი არასაჭირო დახარჯული დროისა და ფინანსების გარეშე, თქვენ გჭირდებით ჩვენ!
რატომ გჭირდებათ ინტერიერის დიზაინერი?
- თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი დრო, განსაზღვროთ ყველა ის დეტალი რაც თან ახლავს რემონტის მიმდინარეობას და თვლით რომ ეს დრო შეგიძლიათ დაუთმოთ ოჯახს ან საკუთარ თავს,უნდა მიმართოთ ინტერიერის დიზაინერს.ის პროფესიონალურად დაგეგმავს ყველა იმ ეტაპს, რაშიც თქვენ დახარჯავთ დიდ დროსა და ენერგიას.
ჩვენი კომპანია აფასებს თავისი მომხმარებლის ძვირფას დროს.შეხვედრისას ჩვენი დიზაინერი გაეცნობა თქვენს სურვილებს – როგორც სტილისტურ ისე ფუნქციურ დეტალებს.შემდგომ ეტაპებზე კი საკითხები მოგვარებული იქნება დისტანციურ რეჟიმში. - პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით რემონტში გათვლილ ბიუჯეტზე მეტს არ დახარჯავთ.დიზაინერი შექმნის პროექტს, რომელიც იქნება დეტალური სახელმძღვანელო გეგმების განსახორციელებლად,ესკიზები ხელს შეუწყობს თავიდან ავიცილოთ სამშენებლო და კონსტრუქციული შეცდომები,რომელთა თავიდან გადამუშავება დაგვეთანხმებით, დიდ თანხებსა და დროის რესურსს მოითხოვს.დიზაინერი გაითვალისწინებს თქვენ ყველა სურვილს და შექმნის ინტერიერს თქვენი მოთხოვნებისა და ბიუჯეტის მიხედვით.
- დიზაინერი დაგეხმარებათ ორგანიზებაში და მოამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას,გეტყვით როდის რა მასალების შეძენა იქნება საჭირო,როდის აიყვანოთ კონტრაქტორი და ა.შ
- მასალები – აქვს მასალების საიმედო მომწოდებელთა ბაზა,რომელთაგანაც შეგიძლიათ შეიძინოთ მასალები,ავეჯი და დეკორი მისაღებ ფასად
- ინტერიეტის დიზაინერის დაქირავებით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მთელი პროცესი.პროექტის საშუალებით თქვენ გეცოდინებათ როდის რა სამუშაოები შესრულდება და რა მასალებია საჭირო
- თქვენ არ იცით ვის მიანდოთ პროექტის განხორციელება და ეძებთ კარგ კონტრაქტორს?
დიზაინერს შეუძლია კარგი რეკომენდაცია გაუწიოს კონტრაქტორთა ჯგუფს,რომელიც შეასრულებს სამუშაოს სწაფად,ეფექტურად და შეღავათიან ფასებში.
პროექტები
Nothing Found