რას უპირებს ილონ მასკი საქართველოს

36

დაახლოებით ორი კვირის წინ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც იტყობინება, რომ Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება.

ქართულმა საზოგადოებამ ძალები არც ამჯერად დაიშურა და არც ამ ამბავს დააკლო კრიტიკის ქარ-ცეცხლი.

საქმე იმაშია, რომ 2020 წლის აპრილში, ცაზე ადამიანებმა უჩვეულო ნათებების სიმეტრიული მოძრაობა შენიშნეს.

ნაწილმა იფიქრა, რომ ჩვენს პლანეტას უცხოპლანეტელები ესტუმრნენ, ნაწილმა კი ჩათვალა, რომ ამ ჟესტით, თვით ღმერთი ცდილობდა ჩვენთვის რაღაცის თქმას.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ ყველაფრის უკან არც უცხოპლანეტელები იდგნენ და არც ღმერთი. ცაზე Starlink-ის კოსმოსური სატელიტები ჩანდა, მაგრამ ვინ იდგა ამ სატელიტების უკან?

ვინ იდგებოდა, თუ არა ტექნოლოგიურ პოპ-სთარად წოდებული ილონ მასკი.

ადამიანი, რომელიც ყველანაირი ხერხით ცდილობს კაცობრიობას ცხოვრება გაუმარტივოს, თუმცა ტექნოლოგიური განვითარების სისწრაფე საზოგადოების ნაწილს საკმაოდ აშინებს.

ეს ასე იყო ადრეც და ალბათ, მომავალშიც ასე იქნება.

იყო დრო, როცა კალკულატორის გამოყენებაც კი ქართველობას და ადამიანობას გვართმევდა.

როცა ყავის აპარატებიც კი ნამდვილ სულს გვიკლავდა და რობოტებად, ან ზომბებად გვაქცევდა.

დროსთან ერთად ყველაფერი ნორმად იქცევა ხოლმე, თუმცა სიახლეებთან შეგუება ყველა დროში და ყველა ეპოქაში უჭირს ადამიანს.

მოდით, ერთად გავერკვეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რას უპირებს ილონ მასკი საქართველოს და მსოფლიოს და საერთოდ რა არის Starlink.

Starlink-ი დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ათასობით თანამგზავრის ერთობაა.

ამ  თანამგზავრების მეშვეობით, კომპანია ცდილობს მაღალხარისხიანი ინტერნეტი პლანეტის ნებისმიერ წერტილში იყოს ხელმისაწვდომი: მიყრუებულ სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში, თვითმფრინავებში, გემებზე და მანქანებში.

მოკლედ ყველგან, სადაც ცა ჩანს.

დღეის მონაცემებით, ორბიტაზე 2700-ზე მეტი Starlink-ის თანამგზავრია და მისი ინტერნეტი მსოფლიოს 34 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

მალე ამ ქვეყნებს შორის საქართველოც იქნება.

წარმოიდგინე, შეგეძლება სახლში კოსმოსური ინტერნეტი დაიჭირო.

ამისათვის მხოლოდ პატარა სატელიტური თეფშის და როუტერის დაყენება დაგჭირდება.

Starlink-ს სპეციალური AR აპლიკაციაც კი აქვს შექმნილი, რომელიც სატელიტური თეფშის დასამონტაჟებლად, სახლში საუკეთესო ადგილს მოგაძებნინებს.

არანაირი კაბელი, შესაბამისად არანაირი დაზიანება, დაუსრულებელი რეკვა კომპანიებში, ტექნიკური ჯგუფების ადგილზე გამოგზავნა და მთელი რიგი უსიამოვნო და გამაღიზიანებელი პროცესი.

SpaceX-მა Starlink-ის სატელიტური თეფში ისე დააპროექტა, რომ მას შეუძლია გაუძლოს წვიმას, თოვლსა და სიცივეს.

თუ მაინდამაინც სტიქია დაგატყდა თავს, შეიძლება ინტერნეტი გაგეთიშოს, თუმცა ბუნებრივი კატასტროფის გადავლის შემდეგ, მის აღდგენას რამოდენიმე დღე აღარ დასჭირდება.

საკმარისია გამოჩნდეს ცა და კოსმოსური ინტერნეტი, ყველანაირი ადამიანური ძალების ჩართულობის გარეშე, ისევ შენს სამსახურში იქნება.

ზოგიერთ ექსპერტს ილონ მასკის ამ წამოწყების მიმართ კრიტიკული შეხედულება აქვს.

ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში starling საკაბელო ინტერნეტს კონკურენციას ვერ გაუწევს, რადგან ბევრად ძვირი დაჯდებაო.

გამოდის, ამხელა ფული ილონ მასკმა მიუწვდომელი ადგილებისთვის გადაყარა და ბაზრის ასეთი მცირე სეგმენტისთვის ამხელა თანხებს როგორ გაიმეტებდაო.

რავიცით აბა, მაშინ ან ქველმოქმედი ყოფილა, ან ამ პროექტს საფუძვლად სოლიდური ბიზნეს მოდელი უდევს, რომელიც გაშვებისთანავე მილიარდობით შემოსავლის გენერირებას დაიწყებსო.

დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია, თუმცა ახლო დაკვირვებით ასე ჩანს: ერთი შეხედვით მომხიბვლელ ინტერნეტს კოსმოსიდან, სერიოზული ბიზნესრისკის გამოწვევა შეუძლია, რაც სატელეკომუნიკაციო კომპანიებს გეგმებს აურევს და მათ სამომავლო შესაძლებლობებს პრობლემებს შეუქმნის.

ეს ფაქტი უკვე აღინიშნა რამდენიმე სატელეკომუნიკაციო კომპანიას მიერ, რომლებიც სტარლინკის კონკურენტის გაშვებას გეგმავენ.

ერთ-ერთი მთავარი მომენტი აქ ისაა, რომ სტარლინკის შექმნა და სწრაფი ზრდა ბადებს შეკითხვებს.

მას აქვს პოტენციური გამომაფხიზლებელი ეფექტი იმ თემებთან მიმართებაში, რომელზეც სატელეკომუნიკაციო კომპანიები სულ რამდენიმე წლის წინ არც კი დაფიქრდებოდნენ.

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენს ნიშნავს ძნელად პროგნოზირებადი ახალი ტექნოლოგია…

გაზრდილი კონკურენცია და ამასთანავე COVID 19-ისნაირი მოვლენები, რომელიც ძირეულად ცვლის ფინანსურ გეგმებსა და რისკებს ლანდშაფტს სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის.

თვითონ სტარლინკის წარმომადგენლები საკუთარ თავს სატელეკომუნიკაციო კომპანიების პირდაპირ კონკურენტად არ განიხილავენ და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

ამასობაში, ჩვენს პლანეტას უკვე 2700-ზე მეტი stasrlink-ის სატელიტი ეკვრის გარს.

ეს რაოდენობა კი მალე ხუთნიშნა გახდება.

სულ მალე ამ ბლოგის წაკითხვას ავღანეთის გამოქვაბულებშიც კი შეძლებენ.