ვნებიანი, შორსმჭვრეტელი და მტკიცე, ეს ნიშანი იძიებს მანამ სანამ არ მიაღწევს სიმართლეს. მორიელი არ ლაპარაკობს ბევრს და არ ამჟღავნებს ემოციებს. შესანიშნავი ლიდერი, მორიელი ყოველთვის საქმის კურსშია. როდესაც საქმე ეხება რესურსებს , ეს ნიშანი გამოდის პირველი.
მორიელი და სიყვარული
ეს არის ყველაზე ძლიერი სექსუალური ნიშანი. გასაოცრად მგზნებარე, მორიელი ინტიმურ საკითხს უყურებს სერიოზულად. მისი პარტნიორი უნდა იყოს ინტელექტუალური და გულწრფელი. ამ ნიშნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება ლოგინამდე ბევრად ადრე საუბრებით და დაკვირვებით. თუ შეყვარებულია, ის არის სიკვდილამდე ერთგული. მაგრამ ურთიერთობას შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული დრო . მორიელს სჭირდება ნდობის და პატივისცემის ჩამოყალიბება პოტენციურ მეგობართან.
ოჯახი და მეგობრები
გულწრფელობა და სიმართლე ძლიერი კომპონენტებია მორიელის მეგობრებისთვის. გარკვეული დრო სჭირდება, რომ ჩამოყალიბდეს მჭიდრო კავშირები, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, მორიელი არის ერთგული. გონიერი და ინტელექტუალური, იგი ამჯობინებს ისეთ კომპანიონებს, რომლებსაც აქვთ იუმორის გრძნობა. სურპრიზებით აღსავსე ეს ნიშანი გვერდში დაგიდგებათ თუ ეს არის ის რაც თქვენ გჭირდებათ, თუ მათ გადაეყრებით უკან დასახევი გზა აღარ არის. ისინი არიან მგრძნობიარე და თუ ერთხელ ეტკინათ შეუძლებელია რამის მოტრიალება. ვალდებულება ოჯახის წინაშე ძლიერი და მჭიდროა მორიელისტვის. ისინი განსაკუთრებით კარგი არიან საქმის მოგვარებაში და არიან შესანიშნავი ადვოკატები როცა საჭიროა.
კარიერა და ფული
„მე მსურს“ დამახასიათებელი ფრაზაა მორიელისთვის. ისინი ფანტასტიურები არიან მენეჯმენტში, პრობლემის გადაჭრაში ან შექმნაში. თუ მორიელი მიზნად დაისახავს რაღაცას ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. საკითხი სადაც საწიროა მეცნიერული, შორსმჭვრეტელი მოდგომა საუკეთესოდ ასრულებენ მორიელები, რადგანაც ისინი სირრმისეულად შეისქავლიან საკითხს. მათი ფოკუსირების უნარი დაწყვილებული შეუპოვრობასთან იძლევა ძლიერი მენეჟმენტის უნარჩვევებს. ისინი არ დარდობენ სამსახურში მეგობრების შეძენასთან დაკავშირებით , ისინი ამჯობინებენ კარგადშეასრულონ სამუშაო.
ისეთი პროფესიები როგორიცაა მეცნიერი, ექიმი, გამომძიებელი, ნავიგატორი, დეტექტივი, მკვლევარი, პოლიციის ოფიცერი, ბიზნეს მენეჯერი და ფსიქოლოგი ყველა ერგება ძლიერ მორიელს. პატივისცენა მუშაობის არსებითი ასპექტია ამ ნიშნისთვის. ისინი პატივს უნდა სცემდნენ თავიანთ კოლეგებს და აგრეთვე უნდა გრძნობდეს პატივისცემას მათ მხრიდან.
მორიელი საკმაოდ დისციპლინირებულია და არ ეშინია ბევრი მუშაობის, იმდენხანს რამდენხანსაც ეს საჭირო იქნება, რომ მოიპოვონ კარგი ფინანსური მდგომარეობა. ბევრს უმართლებს და მემკვიდრეობით იღებს ფულს. ყველაფრის მიუხედავად ისინი არიან თავიანთი ფულის კარგი მენეჯერები და არ ახასიათებთ ფლანგვა. ფული ნიშნავს უსაფრთხოებას და კონტროლის შეგრძნებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მორიელისთვის. ამიტომაც ფულის დახარჯვამდე ფრთხილად იღებენ გადაწყვეტილებებს.