კრის ჰემსვორტი სინამდვილეშიც “აქვამენია” ?

24

კრის ჰემსვორტი შეუერთდა აქციას “ზვიგენის კვირა”, რომელიც National Geographic-ის სპეციალური პროექტის ფარგლებში ტარდება. “შურისმაძიებლების” და “თორის” ვარსკვლავმა ოკეანის სიღრმეში ჩაძირვით და ზვიგენების გვერდიგვერდ ცურვით შეძლო თავი ნამდვილ აქვამენად ეგრძნო.

კრისი, ადგილობრივი ბიოლოგების გუნდთან ერთად, მოემზადა ჩაყვინთვის. ვიდეოში ხედავთ, როგორ ცურავენ ნაცრისფერი ქვიშის ზვიგენები მსახიობის გვერდით, თავად ჰემსვორტი კი ნამდვილ სუპერგმირივით იქცევა და ოდნავი შიშიც არ ეტყობა.