,,ჩემი სხეული ერთგვარი დღიურია, როგორც მოცურავეები აკეთებენ, ყოველი ტატუ მათთვის რაღაც კონკრეტულ პერიოდს ასახავს, ჩემს შემთხვევაშიც ასეა და უბრალოდ, ამას მე დანით ვაკეთებდი და არა ტატუს პროფესიონალი აპარატით“ – ეს ჯონი დეპია ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველასათვის სასურველი და სიმპათიური მსახიობი.
ყველაფერი დაიწყო ასე…
1963 წლის 9 ივნისს კენტუკიში დავიბადე… 4 შვილს შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. მშობლები მალევე გაცილდნენ ერთმანეთს და ყველაზე რთული პერიოდი სწორედ აქედან დაიწყო. ტკივილთან გასამკლავებლად ხშირად ვიღებდი ალკოჰოლს, ვაცდენდი სკოლას, ვიყავი ქუჩაში და ვიღებდი ნარკოტიკს. 15 წლის ასაკში სკოლიდან გამოვედი, რათა როკ მუსიკოსი გავმხდარიყავი, მაგრამ ეს ადვილი არ აღმოჩნდა და ორ კვირაში დავბრუნდი. თუმცა დირექტორმა აღარ მიმიღო, მირჩია ოცნება ამესრულებინა.
კენტუკის უბნიდან – ჰოლივუდმდე…
თავის გასატანად ნებისიერ სამუშაოს ვთანხმდებოდი. ერთ დროს პასტების გამყიდველიც ვიყავი. ეს იყო დრო, როდესაც ცხოვრება განზრახ ართულებდა ყველაფერს, ვიცოდი რომ ეს თამაში არ იყო, ან ნაბიჯს წინ გადავდგამდი ან შევბრუნდებოდი და წავიდოდი… დავნებდებოდი და დავრჩებოდი ქუჩის კუთხეში, როგორც ერთი საწყალი ნარკომანი, მაგრამ როდესაც ჯებირი ინგრეოდა, გამოჩნდა პოლიციელი ტომი ჰანსონის როლი ტელესერიალში ,,21 ჯამფ სტრიტი“. ამის შემდეგ დაიწყო წარმატებული კარიერა და მოვიდა როლები სერიოზულ ფილმებში.
გარეგნობა VS ნიჭი
ვის რაში სჭირდები თუ არაფერი გაქვს გარეგნობის გარდა, თავიდანვე ვიყავი, ამ მხრივ, გამორჩეული, მაგრამ წარმატებაში ნიჭი დამეხმარა.
ყველაზე მნიშვნელოვანი…
ჩემი შვილები: ლილი და ჯეკი.
პირველი ტატუ…
ჩემი პირველი ცოლის სახელი ,,Winona forever”, დაშორების შემდგეგ კი – ,,Wino forever!”
ქალები…
ქალები ჩვენზე ძლიერები არიან. მათთვის მთავარია სიცოცხლე, შვილები, და თავისუფლება. ისინი ვერ ხედავენ აზრს მარადიულ ცხოვრებაში და თავიანთ შვილებში გრძელდებიან. ისინი არ არიან დამპყრობლები, მაგრამ მაინც მათ ეკუთვნით სამყარო, რადგან შეუძლიათ შექმნანახალი სიცოცხლე.
და ბოლოს!
მწამს ჩემი შვილების, მწამს, რომ თუ არ დანებდები, ყოველთვის მიაღწევ დასახულ მიზანს!
მოამზადა
სალომე უბირიამ
ნანახია 93-ჯერ