წლებთან ერთად ვითარდება ტექნოლოგიები, იცვლება ადამიანის მოთხოვნები… თანდათან უფრო მეტის და მეტის სურვილი გვიჩნდება. მეცნიერები კი ძალისხმევას არ იშურებენ ამ ყველაფრის მისაღწევად, რადგან ცხოვრება უფრო კომფორტული გახდეს.
გთავაზობთ იმ 10 შენობას, რომელმაც თანამედროვე მსოფლიო გააოცა.
ნახევარმთვარის კოშკი – (Crescent Tower) რა თქმა უნდა, დუბაი არ შეიძლებოდა, არ მოხვედრილიყო ამ სიაში. შენობის პროექტის კონცეფცია მდებარეობს ზაბილის (Zabil) პარკში, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე დუბაის. კოშკში არის ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზები, რესტორნები, ბარები და სადამკვირვებლო მოედანი ღია ცის ქვეშ. უბრალოდ, ნუ დაივიწყებთ ქვიშის გრიგალს.
Lily – (შროშანი) იმისთვის რომ მოემზადებინა კაცობრიობა კლიმატის ძლიერი ცვლილებისათვის, ბელგიელმა დიზაინერმა შეიმუშავა მცურავი ეკო-ქალაქი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „შროშანი“. ის ერთგვარი თავშესაფარი იქნება მოსახლეობისათვის კლიმატის ცვლილების დროს. ქალაქს შეუძლია ცურვა და შედგება სამი „მთისგან“, რომელიც იტევს 50, 000 ადამიანს (თუმცა გაუგებარია, რა ბედი ეწევა დანარჩენ მოსახლეობას). ქალაქს შეუძლია გაჩერება წყლის ზედაპირზე, რაც დაეხმარება გაუძლოს კონტინენტების ჩაძირვას და ბუნებრივ კატაკლიზმებს.
ტელევიზიის შენობა პეკინში – ჩინეთის ცენტრალური არხის ეს უცნაური შენობა თავის მასშტაბებით, ალბათ, მხოლოდ პენტაგონს თუ ჩამოუვარდება. 55 სართულიდან თითოეულს განსხვავებული დაგეგმარება აქვს. ჰოლანდიელი არქიტექტორის რემა კულხაასის ასეთი გადაწყვეტილება პეკინისთვისაც კი უცხო აღმოჩნდა, სადაც დიდი ხნის წინ თქვეს უარი “ბანალურ” დიზაინზე. პროექტის მიხედვით ყოველი 50 მეტრის სიმაღლეზე ტურისტებისთვის სპეციალური გამჭვირვალე პლატფორმაა გამოყოფილი, შენობიდან გამოწეული დისკების სახით.
“Turning Torso“ – ეს ცათამბჯენი შვედეთში 2005 წელს ააგეს. 190 მეტრიანი შენობა თითქოს მართი კუთხით ბრუნავს ღერძის გარშემო. მშენებლობისას ყველაზე თანამედროვე სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები გამოიყენეს. “Turning Torso“ მრავალფუნქციური კომპლექსია: ქვედა სართულზე განთავსებული ოფისებისა და მაღაზიების გარდა, აქ ასევე ლუქსის ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტებია, რის გამოც ტურისტებისთვის ზედა სართულების დათვალიერება აკრძალულია და კომპენსაციის სახით მათ ვირტუალურ ექსკურსიას სთავაზობენ.
„თაიბეი 101“ ტაივანში – გარკვეული პერიოდის მანძილზე ინდოეთში მიწისძვრისა და ტაიფუნის შიშით ცათამბჯენების აგებას ერიდებდნენ. მინერალური ცემენტის წყალობით, რომელიც დიდი სიმყარით გამოირჩევა, ინდოელმა არქიტექტორებმა გარისკეს და 2004 წელს ტაივანში 101-სართულიანი ცათამბჯენი – „თაიბეი 101“ ააგეს. მისი ნახვა მხოლოდ 2 მიზეზის გამო ღირს: აქ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი, 89-ე სართულზე კი არის უზარმაზარი ქანქარა, რომელიც შენობის რხევას ამცირებს.
“Turning Torso“ (მბრუნავი ტორსი) – მალმიოში მდებარეობს 50-სართულიანი ცათამბჯენი, განლაგებული ერესუნდის ყურის შვედეთის ნაწილში. მაღლივი შენობადაპროექტებულია ესპანელი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას მიერ და ოფიციალურად 2005 წლის 27 აგვისტოს არის გახსნილი. ცათამბჯენი 190 მეტრია და სკანდინავიაშიყველაზე მაღალ ნაგებობად, ევროკავშირში ყველაზე მაღალ საცხოვრებელ კორპუსად, ხოლო ზოგადად ევროპაში მოსკოვის 264-მეტრიანი „ტრიუმფ-პალასის“ შემდეგ, სიმაღლითმეორე ადგილზე მყოფად მიიჩნევა.
კანზასის ბიბლიოთეკა – კანზასის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის პოვნა ძალიან ადვილია. მისი ამოცნობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ბიბლიოთეკა ქალაქის ცენტრალურ უბანშია განთავსებული. შენობის ფასადის დიზაინი, პირდაპირ გამოხატავს შენობის არსს. ეს გიგანტური თაროა, რომელზეც ის წიგნებია განთავსებული, რომლებიც ყველაზე მეტადაა დაკავშირბეული კანზასთან.
“მრუდე სახლი” – მრუდე სახლად წოდებული შენობა, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ნაგებობაა, რომელიც პოლონეთში, სოპოტში მდებარეობს. „მრუდე სახლი” იგივე “კუზიანი სახლი” მთლიანად თავისუფალია სწორი ფორმებისა და კუთხეებისაგან. შენობის ფორმა წააგავს მოლივლივე ზღვის ტალღებს. სახლი აშენდა პოლონელი მხატვრის, იან მარცინ შანცერის ესკიზებითა და არქიტექტორ იაცეკ კარნოვსკის პროექტით. სწორედ „მრუდე სახლით“ დაიმსახურეს წოდება: „წლის არქიტექტურული გამოგონებები“, “დიდებულ მეოცნებეთა” კონკურსზე.
ლოტოსის ტაძარი – ანუ ბაჰაისტური სამლოცველო სახლი – თანამედროვე დელის და მთელი აზიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ღირშესანიშნაობაა.ტაძრის მშენებლობა 1980 წლის 21 აპრილს დაიწყო და 1986 წლის 24 დეკემბერს დასრულდა. არქიტექტორი თარიბორზ საჰბა ირანული წარმოშობის კანადელია. ადრე ამ ტაძრისადგილზე მდებარეობდა მისტიკური სოფელი ბაჰა პური (ჰინდიდან ითარგმნება, როგორც „ბაჰას საცხოვრებელი“). ტაძრის შენობას გიგანტური ნახევრადგაშლილი ლოტოსისყვავილის ფორმა აქვს, რომელიც სამ რიგად დაწყობილი 27 „ფურცლისაგან“ შედგება. „ფურცლების“ შიდა რიგი უშუალოდ შენობის კარკასს ქმნის. ლოტოსის „ფურცლები“ თეთრიბეტონისგანაა ჩამოსხმული და გარედან დაფარულია თეთრი მარმარილოს ფილებით.
ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი – ბაქოში მდებარეობს. ეს არის კომპლექსური ნაგებობა, რომელშიც შედის მუზეუმები, საგამოფენო-საკონფერენციო დარბაზებიდა ადმინისტრაციული ოფისები. ცენტრის პროექტი შეიქმნა 2007 წელს არაბული წარმოშობის ბრიტანელი არქიტექტორი ქალის, დეკონსტრუქტივიზმის წარმომადგენლის ზაჰაჰადიდის მიერ. 2014 წელს კი კულტურის ცენტრი აღიარებულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო ნაგებობად მსოფლიოში.