თათო აბდუშელიშვილი ახალგზარდა ფოტოგრაფია, რომელიც განსაკუთრებული სიამოვნებით პორტრეტებს იღებს. გადაღება დიდი ხანია იზიდავს, თუმცა ამ საქმეს მხოლოდ ახლახან მოეკიდა სერიოზულად. მისი პორტრეტები სავსეა ემოციებით და განცდებით. ადვილად შეიძლება ხასიათის ამოკითხვა.
„ჩემი ოჯახის თითქმის ყველა წევრი ხელოვანია სხვადასხვა დარგში. მყავს მხატვარი და ხატმწერი მამიდაშვილები. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ხელოვნებით დაინტერესება. დავამთავრე სამხატვრო აკადემია და ეს წლები ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო.“
“ძალიან მიყვარს ადამიანები, მათი პორტრეტები, გრძნობები და ემოციები. ფოტოხელოვნება ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს. მინდა ძალიან ბევრი ვისწავლო და განვვითარდე ამ სფეროში”