ვეძებ ადამიანს

226

თამთას ბლოგი…

მაშინ როცა კარზე ზამთარი აკაკუნებს და სიმარტოვის აჩრდილი იწყებს ხეტიალს, მაღლა მთებში უტიფარი ფიფქები,სოფლებს გარესამყაროსგან წყვეტენ. ბოქლომიან სახლებში კი დაუპატიჟებელი სტუმარი სიცარიელე იწყებს ცხოვრებას.ყველასგან მიტოვებულ სოფლებში მხოლოდ რამდენიმე მოხუცი რჩება. მოხუცები გამუდმებით შრომობენ,ერთმანეთს ეხმარებიან და ცდილობენ მკაცრს ზამთარს ერთად გაუძლონ. მძიმე პირობების მიუხედავად, რომ ჰკითხო რააწუხებთ,გეტყვიან, რომ ადამიანის დანახვა ენატრებათ,სხვა არაფერი…

ადამიანი

ვინ არის ადამიანი, ან სად არის?

ჩემი ერთი ნაცნობი ამბობს ვისაც ადამიანებს ეძახით ყველანი არსებები არიან, ადამიანი კი იშვიათად მოიძებნებაო. მეცგადავწყვიტე ვიარო ქალაქში და ვეძებო ადამიანები.

დღე პირველი.

თბილისი, ყვითელი ავტობუსი, ნახევრად ცარიელი. უკანა კარში ამოდის მოხუცი ქალბატონი.მე წინ ვზივარ.

უცებ მესმის ახალგაზრდა ბიჭის ხმა.ყვირის : დებილი ხარ? სად მოძვრები ამხელა ქალი, ადგილების მეტი რა არის.

ქალი : ხმას ნუ უწევ,გგონია რახან ახალგაზრდა ხარ დამჩაგრავ?

ბიჭი: გაჩუმდი,თორემ ჩაგათრევ ავტობუსიდან და ნახავ რას გიზამ…

სიჩუმე…

ვეძებ ადამიანს.

დღე მეორე.

გაჩერება.ავტობუსიდან ჩამოდის ქალბატონი და ყვირის.

ტექსტი : ეს ახალგაზრდები გაეჩხირებით ამ კარებში და განძრევა არ გინდათ. მიდის, არ ჩუმდება, აგრძელებს ლანძღვას..

უკვე აღარ მესმის რას ამბობს..სიჩუმე…

ვეძებ ადამიანს.

დღე მესამე.

თბილისი.ქუჩა. “მამაკაცი” ეჩხუბება ქალს.უყვირის, ლანძღავს.ხალხი მოძრაობს, ქურდულად აპარებს ცნობისმოყვარემზერას…

სიჩუმე…

მე ისევ ვეძებ ადამიანს.

თვალები… თვალები ვიპოვე. იმ თვალებში კი სევდა, ტკივილი, დარდი.
ყველა ასეა,  არავინ იღიმება. ყველა ცდილობს საჩხუბრად მიზეზი იპოვოს, გულში დაგროვილი დარდი ამოყაროს.

ადამიანს ვეძებ საზოგადოებაში. სადაც თაობები ერთმანეთს ებრძვიან, სადაც ყოველ დღე ვიღაცას კლავენ, ან ჯერ კლავენმერე კი წვავენ.

საზოგადოებაში სადაც ყველას მხოლოდ თავის თავი ადარდებს, სხვისი ცხოვრება კი მუდმივად საჭორაო თემაა.

ახლა ზემოთ ავიხედოთ.

პოლიტიკოსები რაც უფრო მაღალ სკამზე აღმოჩნდებიან, მით უფრო დიდ ადამიანებად  წარმოიდგენენ თავს, ის კი არიციან, რომ ძნელია მათში ვინმეს ადამიანი უწოდო.

აქ თითქოს არავინ იღიმის.თითქოს ყველა არსებად იქცა, ქალაქმა ჩაყლაპა ადამიანები.

ახლა ალბათ მთის სოფლებში გიგა, თედო, გიორგი თუ სხვა პაპა, სახელს მნიშვნელობა არ აქვს, ზამთრისთვის მოტანილშეშას აბინავებს და წუხს, რომ ენატრება ადამიანების ნახვა. ის კი არ იცის, რომ ყოველ დილით,როცა პირს იბანს, შეიძლებასარკეში უკანასკნელ ადამიანს ხედავს.

თამთა ყიფიანი