ეზოთერიკა: დამცავი სიმბოლოები

343
dgegrdzelobis_kvandzi dgegrdzelobis_kvandziდღეგრძელობის კვანძი

კვანძი-საწყისისა და დასასრულის გარეშე, რომელიც ტიბეტური ბუდიზმიდან მომდინარეობს- უსასრულობის და ყოველივე აღმატებულის სიმბოლოე.

ის იცავს იმას რაც ადამიანისათვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ასევე იცავს ავი თვალისაგან. ის წარმოადგენს ენერგეტიკული წონასწორობის დიაგრამას.
ის ეხმარება ადამიანს დაფარულის ამოცნობაში.
მოაქვს ჯანმრთელობა, აახალგაზრდავებს ორგანზმს და მატებს სიბრძნეს.

tuaregebis_jvari tuaregebis_jvariტუარეგების ჯვარი

ჯვარი იცავს მის მეპატრონეს ყოველივე გაურკვევლისგან, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მას. ის, როგორც ფარი იცავს ადამიანს ნეგატიური ენერგეტიკისაგან ( წყევლა, ჯადო, თვალი)
იცავს ადამიანს შიშებისგან. ჯვრის მტარებელი დაცული იქნება უეცარი მოვლენებისგან. ასევე კარგია მისი ტარება მოგზაურობისას.

sibrdznis_tvali sibrdznis_tvaliღვთაებრივი სიბრძნის თვალი

სამკუთხედში ჩასმული თვალი ბოროტებაზე გამარჯვების და სიკეთისკენ მისწრაფების სიმბოლოა. მის მეპატრონეს მატებს ძალასა და თავდაჯერებულობას, ეხმარება სიზარმაცის დაძლევაში. თვალი გამოხატავს ღვთაებრივ ხედვას სულში და პირიქით. თვალის ცენტრი სიმბოლურად მის მტარებლის სულს განასახიერებს, რომელიც დაცულია ყოველგვარი ბოროტებისა და შეცდომებისაგან.

toris_uro toris_uroთორის ურო (მიოლნირი)

ძველი სკანდინავიური სიმბოლო ღვთაება თორის საბრძოლო იარაღი.

სიმბოლო ( რომლის ბევრი ვარიაცია შეგხვდებათ) იცავს მის მეპატრონეს ყველანაირი ნეგატიური ენერგეტიკისაგან, ანგრევს ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს. მმატებს მეპატრონეს ძალასა და გამბედაობას.

წყარო: geoastro.ge