თბილისური რუტინისგან დაღლილი (შემთხვევით თუ ბედისწერით დაწყვილებული) მეგობრები უქმეებზე ჩემი შეყვარებულის სახლში წავედით, ჩვენი ქვეყნის მისტიკურ დასავლეთში.
სამარშუტო ტაქსით მგზავრობა ისეთი საშინელი აღმოჩნდა მეგონა ავტოსტოპის ღმერთმა დამწყევლა 12 ლარი, რომ გადავიხადე ბილეთშიმეთქი.
როგორც იქნა ჩავედით, მე და ნიმ სახლს შემოვუარეთ რომ ე.წ. „რუბილნიკიდან“ ელექტრო ენერგია მიგვეწოდებინა სახლისათვის. ჩავრთეთ! სახლის წინა შესასვლელთან დავბრუნდით (მანამდე კი ვფიქრობდი ჭიშკარს ვინ ტოვებს ღიასმეთქი, მაგრამ ხმამაღლა არ მითქვამს, ნიმ მითხრა მამაჩემმა სახლი მეზობლებს ჩააბარა მოსავლელადო, ხოდა ვიფიქრე დარჩათ მეთქი), სადაც დანარჩენები გველოდებოდნენ. გავაღეთ კარი და შევდივართ, შუქიც ანთია, ერთ-ერთი ჩვენგანი საეჭვოდ შეღებულ ოთახის კარში შედის და „ეე შეჩემა აქ ვიღაცის ტრუსიკი გდია?! უუიიი ლიფიც…“. ვერაფრის გაფიქრება ვეღარ მოვასწარი, ოთახში შევედი, ძირს მართლა ეყარა საცვლები. ჩამეღიმა. ამ დროს ნი დაიყვირა: „გაჩერდით! დაგინახეთ! სად გარბიხართ?! აქ მოდით!“
ყვირილზე ყველანი გარეთ გავვარდით და რაც შემდეგ მოხდა არ დაიეჯერებთ… ქალბატონო Y მხრებამდე წვდებოდა ბატონ X-ს. ეს სირბილისას შევამჩნიე, (ხოდა მეც ვარ ესე 1,75 ან 1,76 სიმაღლეში და სახლის ღობეც მწვდება ალბათ კისრამდე.) სრულიად შიშვლები გარბიან, გარბიან, გარბიან და „ამპრედუზო მედუზო“ გადაეშვნენ ღობეზე, არც ხელით დაყრდნობიან რამეს, არც ერთმანეთს დახმარებიან, ჰოოპ – გადაახტნენ და სიბნელეში დაიკარგნენ.
„ესაა პიკასოს ბიჭი?!“ წამიერად გამიელვა თავში. „ბოლივუდი დალოცოს ღმერთმა!“.
გაცინება ვერ შევძელი შოკში ვიყავით ყველანი. ნის შემოპარულები ან კიდევ რამე ეგეთი ეგონა და აფექტის მდგომარეობაში მყოფმა პატრულში დარეკა, რამდენიმე წუთში ნის ნომერზე ადგილობრივი პატრულის თანამშრომელმა გადმორეკა მისამართი რამდენჯერმე გაამეორებინა და ბოლოს თქვა მაქეთ ერთს ვიცნობ დავურეკავ დამხვდება ამომაცილებსო. (რო კვდებოდე თუ ვინმე არ დაახვედრე არ გიშველიან რა…)
უცებ, ადგილობრივები გამოჩნდნენ. ნის სახლი მათ ქონიათ ჩაბარებული. ნი ვერ წყნარდებოდა, აქეთ იქით დადიოდა და ხმამაღლა ლაპარაკობდა. ამ დროს მამამაც დაურეკა და ნიც ყველაფერს მოუყვა. (ჩამოვა ნის მამა და ვგონებ ვიღაცას მწარედ მოხვდება…)
„ნი, ბოდიში რაა ჩემი ძმის/დის შვილია ის ბიჭი რაა, არ ვიცოდი ქალი თუ ყავდა, რავა შემოვუშებდი…“
და დაიწყო გარჩევ-გამორჩევა – ისაო ესაო… მოკლედ, მნიშვნელოვანი არაფერი, სანამ თვითონ ბატონი X არ ამოვიდა.
„მე ევიღებ ჩემ თავზე სიმონ ყველაფერს. აპა? პატრულის კი არ მეშინია მე? მოვიდეს ვეტყვი ყველაფერს!“
ხმა ჩვენგან: „ქალს შენ… სექსი შენ გქონდა და აბა, მე ხო არ დავიბრალებ?!“
ისევ ტრატატატატა… რარა… ტატტა…
პატრული! „რა ამბავია ბიჯო? ძლივს არ მევაგენით?! (ეს უფრო რიტორიკული შეკითხვა იყო.) რა ხდება მოყევით აბა…“
და დაიწყო დიალოგი პატრულს, ნისა და ბატონ X-ს შორის.
პატრული: თქვენ ამ სახლის პატრონი ხართ ქალბატონო?
ნი: დიახ…
პატრული: ეს ვინღაა?
ნი: ეს აქ პარტნიორთან ერთად… შემოვედი და სექსი ქონდათ, მერე სულ შიშვლები გაიქცნენ.
პატრული: ვისთან ერთად იყავი შენ კაცო?!
X: მეგობართან!
პატრული: კაცთან?
X: გეკადრება?! (ო როგორ შეიცხადა… ცოტა სხვანაირად რომ ეკითხა ალბათ ჩვენ X-ს პატრულზე თავდასხმისთვის დააპატიმრებდნენ.)
პატრული: ეე ის ფილმი გამახსენდა, რა ქვია ბიჯო, რო დათვრება და სხვის სახლში, რომ მოხვდება მოსკოვში, ცოლს რო…
ხმა მეზობლეებისგან: „სლიოხკიმ პარამ“
პატრული: ეგაა ჰო, კავო ეგაა. ვაააჰ მოკლედ….
და ისევ ბლაბლა… ბლა ბლა ბლა… ტრა ტრა ტრა…
ნი ისევ გაბრაზებულია. ჩვენ სიცილის ვეღარ ვიკავებდით, ადგილობრივი ქალი ნერვიულობისგან ცუდად გახდა (ვითომ). თურმე აფერისტობდა და იქაური „მჩხიბავი“ იყო. არ ვიცი ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ აი ისინი რა… ქათმის ფეხები და თმები და რაღაცებით, ჯადოებს რომ აკეთებენ…
პატრული წავიდა. ბატონი X ნის ეფიცება ნახევარი საათის მოსული ვარო, არ ვიცოდი თუ მოდიოდიო ისაო ესაო. მე კიდევ დავიკიდე იმიტომ რომ უკვე მშიოდა და სიცივე მეპარებოდა… სამზარეულოში შევედი და ვხედავ „ფეჩს“ მილები არ აქვს კარგ მდგოამრეობაში.
„ნი ამაში ცეცხლს ვერ დავანთებთ, გაფუჭებულია“ ვეუბნები და ამ დროს ერთ-ერთი მეზობელი სადღაც გარბის. X-მა შემომიბრუნდა და მეუბნება „არა სიმონ, მაგაში ცეცხლი რავა იქნება, მე ვიყავი სხვენში და გაფუჭებულია დაიწობით არ დაანთოთ…“
„აბა ნახევარი საათის მოსული ვიყავიო? სხვენში რამე კაი პონტია აა?“ და თვალი ჩვაუკარი…
გაიტრუნა, გაჩუმდა. თავისივე (ჩვენ მოსვლამდე) მოტანილი კოკა-კოლა „ზერო“ გახსნა და მოსვა. აი, მანდ საერთოდ დავკარგე წარმოდგენა X-ზე. კაცი „ზეროს“, რომ სვამ ან დიაბეტი გაქვს ან კიდე ის ხარ ჰო, ისა…
X-მა ბოდიშითო აბაო ესაო-ისაო, კარგად იყავითო და უნდა გასულიყო, როცა კარი პატრულის იმ თანამშრომელმა შემოაღო, რომელიც ჩვენებას იღებდა. იმ სკამს მიუახლოვდა, რომელზეც თვითონ იჯდა და სკამზე გადაკიდებული „კალაშნიკოვი“ აიღო.
„დამრჩენია ბიჯო, არ გჭირდებათ ეს თქვენ, ჰეჰეჰე ჰე…“ (თავიდანვე ეს“კალაშნიკოვი“ სამაგრებით ეჭირა და მხარზე ისე ჰქონდა გადაკიდებული, მეგონა სადაცაა დაიყვირებს: აბა, „კარტოოშკა, კარტოშკაო“)
მოდი და შეიკავე სიცილი…
მეზობელი, გაზის „ბალონით“ და „პლიტით“ დაბრუნდა.
„აჰა თქვენ აგი, გათბით და გააკეთეთ საჭმელი“. ნიმ მადლბოა გადუხადა და ყველანი სახლიდან გაისტუმრა…
„არა, მაინც რა ბოლივუდური ბოჰემაა, აა?“
დათო სიხარულიძე