ბაყაყი, ისევ ბაყაყი

125

მახსოვს, ჩემს ფანჯარაზე ამოხტა ბაყაყი. ცოტა შემეშინდა,  ლაპარაკი რომ დაიწყო. გამიკვირდა. კი არ ყიყინებდა, მართლა ლაპარაკობდა. მე მეუბნებოდა, რომ გიმღერებო; მართლაც, დაიწყო სიმღერა. უცებ გამახსენდა, რომ ჩემს მეგობარს უყვარდა ბაყაყები და ხვალ ჰქონდა დაბადების დღე. ბაყაყს ვკითხე: გინდა პატრონი გყავდეს? ბაყაყმა მითხრა, კიო. მე წავუყვანე ბაყაყი ჩემს მეგობარს. უფრო სწორედ, მივაჩეჩე. ყველა გაკვირვებული მიყურებდა, მაგრამ ჩემს მეგობარს ძალიან გაუხარდა. ბაყაყი მისი მეგობარი გახდა.

 

   ისევ ბაყაყი

– აუ, ძალიან მომაბეზრა თავი ამ ბუზმა, რა! – თქვა ბაყაყმა და ბუზი შეჭამა.

– ბებო, ჩქარა დაიჭირე ბაყაყი რა!

– კაი, ხო.

ლიზიმ ბაყაყი ზიზღით გასვა გარეთ. თან გულში ფიქრობდა: ეს რომ პრინცი ყოფილიყო, მაინც არ ვაკოცებდი, ცუდი იქნებოდაო.

 

ტასო ბეგიაშვილი,
9 წლის