ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩინეთის თავზე

86

დღეს, 12 თებერვალს ჩინეთის ქალაქ ჟიჩჟაოს (შანდუნის პროვინციის აღმოსავლეთი) აკვატორიის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აღმოაჩინეს. ჩინეთის საჰაერო ძალები აპირებენ მის ჩამოგდებას. ამის შესახებ ქ.ცინდაოს საზღაო საქმეების სამმართველო იტყობინება.

“ჟიჩჟაოს აკვატორიაში აღმოჩენილია ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, მიდის მზადება მის ჩამოსაგდებად”-იტყობინება საინფორმაციო საშუალება “პენპაი”.

იგივე შეტყობინებები მიუვიდათ ამ აკვატორიაში მოცურავე სათევზაო ხომალდებს, რომელთაც მოუწოდებენ ყურადღებისკენ. სხვა სიახლეები ამ დრომდე უცნობია.