Apple-ს პრეზიდენტი: ინტერნეტს ჰუმანიზმი და დაცულობა უნდა ჰქონდეს

0
111

კომპანია Apple-ს პრეზიდენტი ტიმ კუკი აცხადებს, რომ მას ხელოვნური ინტელექტი იმდენად არ აღელვებს, რამდენადაც ადამიანები, რომლებიც მანქანასავით აზროვნებენ. ამის შესახებ Bloomberg-ის ცნობით, კუკმა ჩინეთში, ინტერნეტის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„ბევრი ითქვა ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ ნაკლოვანებებზე, მაგრამ მე არ ვნერვიულობს მანქანებზე, რომლებიც ადამიანებივით აზროვნებენ, უფრო მაღელვებენ ადამიანები, რომლებიც მანქანებივით ფიქრობენ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტექნოლოგიები ადამიანურად და სხვა ღირებულებების გათვალისწინებით დავნერგოთ,“- განაცხადა Apple-ს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მომავლის ტექნოლოგიები ღია, კრეატიული უნდა იყოს და მომხმარებლის დაცვას უნდა უზრუნველყოფდეს.

Bloomberg აღნიშნავს, რომ Apple-ს ჩინეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის აკრიტიკებენ, რომლებიც ინტერნეტზე ცენზურას აწესებენ. ჩინეთის ბაზარი Apple-სთვის აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში.