18 კომპანია მსოფლიოში, რომელიც 2017 წელს გაკოტრდა

0
185

2017 წელი საცალო ინდუსტრიისთვის იოლი წელი არ გამოდგა. 2017 წელს 8000-ზე მეტი მაღაზია დაიხურა. ონლაინ კომერციულ მაღაზიებთან კონკურენციაში ბევრი ბრენდი კონკურენტუუნარო გამოდგა და მათი გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა, რის გამოც მათი მაღაზიების ქსელის უმრავლესობა დაიხურა ან გაკოტრდა.

„ბიზნეს ინსაიდერი“ აქვეყნებს 18 კომპანიას, რომელთა გაკოტრება ყველაზე შესამჩნევია საცალო გაყიდვების ბაზარზე.

Charming Charlie – ოპერირებს აქსესუარების გაყიდვის მიმართულებით. კომპანიამ გაკოტრების შესახებ 11 დეკემბერს გამოაცხადა და ელოდება სასამართლო გადაწყვეტილებას, რასაც 100 მაღაზიის დახურვა მოჰყვება აშშ-ში.

Styles For Less – კომპანია გაკოტრდა 11 ნოემბერს, ამ დროს კომპანიის 55 მაღაზია უკვე დახურული იყო.

Toys R Us – სათამაშოების გაყიდვების ბიზნესში მოღვაწე კომპანია, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში გაკოტრდა. გაკოტრების მიზეზი კონკურენციაა, რომელსაც კომპანია ვერ უწევდა კომპანიებს Target-ს და Walmart-ს, განსაკუთრებით ონლაინ კომერციის მიმართულებით.

Aeroless – ქალთა ფეხსაცმლის მაღაზია, რომელიც ასევე სექტემბრის შუა რიცხვებში გაკოტრდა.

Vitamin World – გაკოტრებულად თავი სექტემბრის შუა რიცხვებში გამოაცხადა. ოპერირებდა საკვები დანამატებისა და ვიტამინების საცალო ბაზარზე.

Perfumania – კომპანიამ გაკოტრების შესახებ განცხადება აგვისტოს ბოლოსკენ გააკეთა.

Gymboree – ბავშვთა ტანსაცმლის საცალო ქსელი. გაკოტრებისაგან თავდასაცავად 1281 მაღაზიიდან 350 მაღაზია დახურა.
Alfred Angelo Bridal – საქორწინო კაბების ქსელი, რომელმაც გაკოტრების შესახებ განცხადება მოულოდნელად გააკეთა და უამრავი მომხმარებელი დატოვა საქორწინო კაბების გარეშე, რომელთაც უკვე შეკვეთილი ჰქონდათ კაბები.

The Religion – ჯინსების საცალო ქსელმა გაკოტრებასთან დაკავშირებით ივლისში განაცხადა.

Rue 21 – ტანსაცმლის ქსელი, რომელიც გაკოტრდა მაისში. კომპანიამ აპრილში ჯერ კიდევ 400 მაღაზია დახურა.

Payless – გაკოტრების შესახებ აპრილში განაცხადა და აშშ-სა და პუერტო რიკოში 400 მაღაზია დახურა.

RadioShack – კომპანიამ თავი გაკოტრებულად 2015 წელს გამოაცხადა. ამჯერად კი ის დედა კომპანია გაკოტრდა, ვის მფლობელობაშიც იყო გადასული RadioShack-ი.

Gender Mountain – კომპანიამ თავი გაკოტრებულად მარტში გამოაცხადა.

Gordmans – კომპანიამ, რომელსაც 22 შტატში 100-მდე წარმომადგენლობა ჰყავს, გაკოტრების შესახებ მარტში განაცხადა.

Hhgregg – რამდენიმეწლიანი რთული ფინანსური მდგომარეობის შემდეგ, ელექტრონიკის მაღაზიათა ქსელმა თავი გაკოტრებულად მარტში გამოაცხადა.

BCBG – თავი გაკოტრებულად მარტში გამოაცხადა, თუმცა მაღაზიები არ დახურა და რესტრუქტურიზაცია დაისახა მიზნად.

Wet Seal – კომპანია მთელი ძალებით ცდილობდა არ გაკოტრებულიყო, თუმცა თებერვალში გაკოტრების შესახებ განცხადების გაკეთება მაინც მოუწია.

The Limited – ქალთა ტანსაცმლის ქსელი, რომელმაც გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე 250 მაღაზია დახურა, თუმცა გაკოტრებას მაინც ვერ გადაურჩა.

 

commersant.ge