უფასო პორნოგრაფიაზე წვდომა შესაძლოა გაუქმდეს

აშშ-ში ქსელური ნეიტრალიტეტის პრინციპის გაუქმებას, შესაძლოა უფასო პორნოგრაფიულ ვიდეოებზე წვდომის გაწყვეტა მოჰყვეს. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.

სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერები უპირველესყოვლისა შეაჩერებენ სწრაფ წვდომას პორნოსაიტებზე და მოითხოვენ დამატებით თანხას, რათა პლატფორმების ვიზიტორებმა შეძლონ ვიდეობის ყურება მათთვის ჩვეულ სიჩქარეზე, – ეს გულისხმობს იმას, რომ პორნოგრაფიის ყურება უფასო აღარ იქნება.

“ქსელური ნეიტრალიტეტის გაუქმება – ამერიკასა და მთელს მსოფლიოში კონსერვატული რეჟიმის აღზევების საწინდარია. და ეს ეხება არამხოლოდ პორნოგრაფიას, არამედ საერთოს სექსუალურობის აღქმას”, – განაცხადა xHamser-ის წარმომადგენელმა ალექს ჰოკინსმა.

15 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) “ქსელური ნეიტრალიტეტის” პრინციპი გააუქმა. ამ პრინციპის გაუქმებით, ინტერნეტ-პროვაიდერებს უჩნდებათ მეტი შესაძლებლობა ახალი სატარიფო გეგმების შექმნისა და კონკურენციისთვის, რომ მეტი მომხმარებელი მოიზიდონ, მაგრამ იმავდროულად, გადაწყვეტილებამ შეიძლება გარკვეულ რესურსებზე წვდომა შეზღუდოს.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები