ნავთობის ეპოქის დასასრული და დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა – Bloomberg-მა მომავლის 8 საშიში სცენარი გამოაქვეყნა

0
187

Bloomberg-მა „პესიმისიტის სახელმძღვანელო“ გამოაქვეყნა, სადაც მომავალი 10 წლის 8 ყველაზე საშიში მოვლენაა აღწერილი.

„ეს არის არა მხოლოდ პოტენციური კატაკლიზმების შესახებ საზოგადოების გაფრთხილების მცდელობა, არამედ იმის განხილვა, თუ რა ფორმებს მიიღებს ესა თუ ის კატაკლიზმი უახლოესი 10 წლის განმავლობაში“ – აღნიშნავს სააგენტო.

Bloomberg ასევე წერს, რომ ეს არის არა პროგნოზი, არამედ „პროვოკაციური იდეები“, რომლებმაც შეიძლება დააფიქრონ ადამიანები იმაზე, თუ როგორ სწრაფად იცვლება სამყარო. სააგენტოს აზრით, ნეგატიურ სცენარებს შორის არის დონალდ ტრამპის არჩევა მეორე ვადით, „ფეიკ ნიუსების“ გამარჯვება სოციალურ ქსელებზე, ბანკების შეცვლა ბიტკოინებით, ბრიტანეთში სოციალისტების მოსვლა ხელისუფლებაში, ევროპის დაშლა თაობათა დაპისპირების შედეგად და ნავთობის ეპოქის დასასრული ელექტრომობილების გამო. სააგენტო ასევე არ გამორიცხავს, რომ ჩინეთი დაიწყებს სავაჭრო ომს, ჩრდილოეთ კორეა კი – რეალურ ომს.

ნავთობის ეპოქის დასასრული


აკუმულატორების შექმნაში რევოლუციური გარღვევის შედეგად, 2018 წელს დაიწყება იაფი ელექტრომობილების წარმოება. თავის მხრივ, „ოპეკი“ მკვეთრად შეამცირებს ნავთობის მოპოვებას, რის გამოც შავი ოქროს ფასი შენარჩუნდება ბარელზე 50 დოლარის დონეზე. 2020 წელს საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი გახდება მეფე და სანამ ის დაკავებული იქნება „უდაბნოში მომავლის ქალაქის“ მშნებელობით, ნავთობის ფასი შემცირდება 40 დოლარამდე. 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა – აშშ-დან იაპონიამდე – დადგება სირთულეების წინაშე საავტომობილო ბაზარზე პრიორიტეტების მკვეთრი ცვლილების გამო. ნავთობის ფასი დაეცემა 20 დოლარამდე, რაც ყველაზე მძიმედ აისახება რუსეთსა და საუდის არაბეთზე.

რუსეთში დაიწყება არეულობა ქარხნებში, 2024 წელს საუდის არაბეთში დაიწყება მძიმე ეკონომიკური კრიზისი. ახლო აღმოსავლეთი დარჩება არასტაბილური, რუსეთში შეიცვლება ხელისუფლება – პუტინი გადადგება და პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ცენტრალური ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ელვირა ნაბიულინა. იმ დროისთვის ნავთობის ფასი დაეცემა 10 დოლარამდე, 2028 წელს საუდის არაბეთი უარს იტყვის „მომავლის ქალაქის “მშენებლობის პროექტზე, ოპეკი დაიშლება, რუსეთში კი ელვირა ნაბიულინა შეეცდება ქვეყნის რღვევის შეჩერებას.

ამ სცენარის მიხედვით, მოგებულები დარჩებიან ენერგიის იმპორტიორები, ხოლო ექსპორტორები პირიქით, ამიტომაც ინვესტორებისთვის საუკეთესო სტრატეგია იქნება ფსონების დადება ექსპორტიორების საწინააღმდეგოდ.

ტრამპის მე-2 ვადით არჩევა

ამ სცენარის მიხედვით, 2018 წელს აშშ-ში იქნება ეკონომიკური ბუმი, 2020 წელს კი დონალდ ტრამპი დიდი გაჭირვებით, მაგრამ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. 2021 წელს ის ბოლოსდაბოლოს გააუქმებს ჯანდაცვის პროგრამა Obamacare-ს, თუმცა ვერ შესთავაზებს ვერანაირ ალტერნატივას მოსახლეობას. ამიტომაც ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში შეიქმნება ქაოტური მდგომარეობა, საფონდო ბაზარზე კი – ბუშტი, რომელიც მალევე გასკდება. შედეგად, 2021 წელს ამერიკის ეკონომიკა აღმოჩნდება ღრმა რეცესიის პირობებში.

2024 წელს აშშ-ს პრეზიდენტი გახდება ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი, რომელიც წარადგენს ჯანდაცვის რეფორმის პროგრამას. თუმცა ქვეყნის დიდ ქალაქებში დაიწყება არეულობები, 2028 წელს კი ამომრჩევლები მიანიჭებენ უპირატესობას ალტერნატიულ პარტიებს – არც დემოკრატებს და არც რესპუბლიკელებს.

„ფეიკ ნიუსები“ Facebook-ს ბოლოს მოუღებს

2018 წელს აშშ-ს კონგერსის არჩევნები ცხადყოს, რომ სოციალური ქსელები ვერ აჩერებენ დეზინფორმაციის გავრცელებას. 2019 წლიდან ისინი აიყვანენ ათასობით თანამშრომელის საეჭვო კონტენტის გამოსავლენად, თუმცა ბოროტმოქმედების შეჩერება მაინც ვერ მოხერხდება. სულ უფრო მეტი ქვეყანა შექმნის ე.წ. „ტროლების ფაბრიკებს“, როგორც დღეს რუსეთშია, და ეს იქნება საკმაოდ ეფექტური იარაღი სპეცსამსახურების ხელში. უკვე 2025 წლისთვის არავის არ ეცოდინება ზუსტად, სადაა სიმართლე და სადაა ტყუილი, ხოლო სოციალური ქსელები შეწყვეტენ არსებობას დღევანდელ ფორმატში.

ბიტკოინი ჩაანაცვლებს ბანკებს

შემდეგი სცენარის მიხედვით, 2018 წელს აშშ-ს ერთ-ერთი რეგიონული ბანკი განაცხადებს, რომ მის წინაამღდეგ განხორციელბდა კიბერშეტევა, რომლის შედეგადაც გაქრა ყველა ანაბარი. სანამ მსოფლიო რეგულატორები შეეცდებიან მოსახლეობის დამშვიდებას, ბიტკოინის ფასი გაიზრდება 40 000 დოლარამდე, ოქრო გაძვირდება ფინანსური სისტემის უსაფრთხეობის გარანტიების არარსებობის გამო. 3 წელიწადში ვენესუელა, საბერძნეთი და რამდენიმე აფრიკული ქვეყანა აღიარებს ბიტკოინს როგორც ანგარიშსწორების საშუალებას, ხოლო ამ კრიპტოვალუტის ფასი გაიზრდება 100 000 დოლარამდე.

2023 წელს ჰაკერები გაავრცელებენ კომპიუტერულ ვირუსს მსოფლიოს მთელს საბანკო სისტემაში, რის გამოც 5 წლის შემდეგ კომერციული ბანკები გაკოტრდებიან. ხოლო გლობალური ფინანსურ სისტემას დაიპყრობს ბიტკოინის, სხვა კრიპტოვალუტების და საგამხდელო სისტემების ნაზავი. ამ დროისთვის ბიტკოინის ფასი მიაღწევს ერთ მლნ.დოლარს.

ჩრდილოეთ კორეა უბიძგეს მსოფლიოს ომისკენ

ეს სცენარი გულისხმობს, რომ ჩრდილოეთ კორეა 2018 წელს გაუშვებს რაკეტას, რომელიც ჩამოვარდება აშშ-ს დასავლეთ სანაპიროდან 20 მილში, თუმცა დონალდ ტრამპი დატოვებს ამ გამოწვევას უპასუხოდ. 2019 წელს ჩრდილოეთ კორეის ტელევიზია გამოაცხადებს კიმ ჩენ ინის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ გულის შეტევისგან, ახალი „მარიონეტული“ რეჟიმი კი დათანხმდება ბირთვულ განიარაღებაზე და ჩინეთთან და აშშ-ს ურთიერთობების დათბობაზე. 2020 წელს აშშ დაიწყებს იარაღის მიწოდებას ჩინეთისთვის, კიდევ 5 წლის შემდეგ, ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო დღეს, ჩინეთის ლიდერი სი ცზიანპინი განაცხადებს რომ მისი ქვეყანა აპირებს ტაივანის შემოერთებას. ამის საპასუხოდ, იაპონია დაიწყებს მუშაობას ატომური ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე.

ბრიტანეთში სოციალისტები გაიმარჯვებენ

სცენარი გულისხმობს, რომ ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკება გამოვა კონტროლიდან, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დატოვებს პოსტს, რიგგარეშე არჩევნებში კი გაიმარჯვებს ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი. 2019 წელს ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს, კორბინი კი დაადანაშაულებს კონსერვატორებს მოსახლეობის მოტყუებაში – ბრექსიტის შედეგად დანაკარგები იქნება არა 50 მლრდ, როგორც აქამდე ითქვა, არამედ 80 მლრდ. ევრო.

2022 წელს ლეიბორისტების მთავრობა დაიწყებს გადასახადების ზრდას, რასაც მოყვება დიდი ბანკების გაქცევა ლონდონიდან. 2023 წელს კორბინი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებში, თუმცა ამავე დროს, ინფლაცია გახდება უკონტროლო, სახელმწიფო ვალი გადააჭარბებს მშპ-ს 100%-ს, 2028 წლისთვის ქვეყანა დადგება დეფოლტის საფრთხის წინაშე.

თაობათა დაპირისპირება დაშლის ევროპას

2018 წელს ფრანგი პენსიონერები გააპროტესტებენ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის პროგრამას, ხოლო არჩევნები იტალიაში გამოავლენენ ღრმა განხეთქილებას თაობებს შორის. 2 წლის შემდეგ შრომისუნარიანი ადამიანების რაოდენობა ევროპაში შემცირდება. პორტუგალუაში, იტალიაში, ესპანეთში და საბეძნეთში დაიწყება ღრმა ფინანსური კრიზისი.

2024 წელს კატალონია ჩაატარებს რეფერენდუმს, რომელშიც გაიმარჯვებენ დამოუკიდებლობის მომხრეები, ხოლო მადრიდი, რომელიც განიცდის მწვავე საბიუჯეტო დეფიციტს, იძულებული იქნება დაეთანხმოს ამას. 2028 წელს ბელგია გაიყოფა 3 ნაწილად, ხოლო დაბალი შობადობის გამო ევროპის უმეტეს ქვეყნებში 2 დასაქმებულ ადამიანზე იქნება 1 პენსიონერი.

ჩინეთი დაიწყებს სავაჭრო ომს

ამ სცენარის მიხედვით, 2021 წელს ჩინეთი ჩადებს მილიარდებს 2028 წელს მთლიანად ელექტომობილებზე გადასვლის პროგრამაში. პარალელურად, დონალდ ტრამპი დააწესებს საგადასახადო შეღავათებს ნავთობკომპანიებისთვის და ტრადიციული ავტომწარმოებლებისთვის, და ამის გარდა, უარს განაცხადებს მავნე ნივთიერებების გამოპყოფის მარეგულირებელი პარიზის შეთანხმების წევრობაზე.

2024 წელს ჩინეთი დაიწყებს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ ასრულებენ შეთანხმებას მავნე გამონაბოლქვების შემცირების თაობაზე – ეს ზომები შეეხება აშშ-ს, ავსტრალიას, რუსეთს და სხვა ქვეყნებს. ხოლო მსოფლიო პირველად გახდება კლიმატური სავაჭრო ომის მოწმე.

 

commersant.ge