ევროპულმა კომპანიებმა YouTube-თან კონტრაქტი გააუქმეს

YouTube-მა უმსხვილეს ევროპულ კომპანიებთან კონტრაქტი დაკარგა. არასრულწლოვნების ექსპლუატაციის შემცველი ვიდეობის გამო, ვებგვერდზე თავიანთი რეკლამების ატვირთვაზე უარი Mars, Deutsche Bank, Sky, HP, Lidl და Adidas-მა თქვეს.

ბავშვის სექსუალურ კონტექსტში წარმოჩენის უხამსი ვიდეობის გარდა, მიზეზი გამომწვევი სექსუალური ხასიათი მქონე კომენტარებიც გახდა, რომლესაც “ათასობით პედოფილი” ტოვებს.

“ჩვენ არ დავბრუნდებით YouTube-ზე, სანამ შესაბამისი კონტროლის სისტემა არ დამყარდება”, – განაცხადეს კომპანიებში.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები