ასტრონომებმა ერთ-ერთ ვარსკვლავზე გიგანტური ანომალია აღმოაჩინეს

ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა გიგანტურ ვარსკვლავ π1 Gruis-ზე, რომელიც დედამიწისგან 530 სინათლის წელიწადით არის დაშორებული, ანომალიური – კონვექციური უჯრედები აღმოაჩინეს. ამის შესახებ EurekAlert!-ი წერს.

კონვექციური უჯრედებისგან წარმოქმნილი ბუშტების ზომა 120 მილიონ კილომეტრს აღწევს, რაც ვარსკვლავის დიამეტრის მეოთხედია.

მეცნიერებმა ინფრაწითელი დიაპაზონის მქონე გიგანტური ვარსკლავის ზედაპირის დეტალები ჩილეში მდებარე კომპლექსური ოპტიკური ტელესკოპის დახმარებით შეისწავლეს.

მეცნიერების თქმით, ვარსკვლავზე არსებული უზარმაზარი გრანულები ასობით ათასჯერ უფრო დიდია, ვიდრე მზეზე არსებული მსგავსი ფორმირებები, რომელთა კონვექციური სტრუქტურების დიამეტრი 1500 კილომეტრს აღწევს.

π1 Gruis-ის მასა მზის მასაზე 1,5-ჯერ დიდია, ხოლო მისი დიამეტრი მზისას 700-ჯერ აღემატება.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები