„ადამიანები ზღაპრიდან“ – მეჰრან დუჯანის ზღაპრული სამყარო (+16)

21 წლის წარმოშობით ავღანელი მერჰან დუჯანი ბერლინში ცხოვრობს და მისი შემოქმედება ნამდვილად  ყურადღებას იმსახურებს, მისი მისი შთაგონება ადამიანები დამათი ისტორიებია და შესაბამაისად ფოტოგრაფია საშუალებას აძლევს მათი ისტორიები ამბად მოგვითხროს:

  • შენ წარმოშობით ქაბულიდან ხარ, მოგვიყევი შენი ბავშვობის და გარემოში სად და როგორ გაიზარდე?
  • მე წარმოშობით კი ვარ ქაბულიდან, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს იქაურობა, ერთი წლის ვიყავი როდესაც მშობლები ავღანეთიდან ომის გამო გამოიქცნენ, ვცხოვრობდით გერმანიის აღმოსავლეთით პატარა ქალაქში და ვიზრდებოდი გერმანიაში, თუმცა ეს არ იყო ადვილი, ადამიანი რომელიც მიგრანტების ოჯახიდანაა, ბოლომდე გერმანელად თავს ვერ გრძნობს, ის ყველგან აწყდება ამას და საკმაოდ რთულია, ამავდორულად ბოლომდე ავღანელადაც ვერ ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ არ მახსოვს იქაურობა… თუმცა ჩემი მშობლები ძალიან გახსნილი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები არიან და ძალიან მეხმარებოდნენ, ჩემი ტავის რეალიზებაშიც და სწავლაშიც ხელი შემიწყვეს…
  • როგორ მოვიდ აფოტოგრაფია შენს ცხოვრებაში?
  • 13 წლის ვიყავი პირველად როდესაც კამერია მიყიდეს, დავდიოდი და ვიღებდი ყველაფერს, მეგობრებს, უცხო ადამიანებს, შენობებს… რამოდენიმე თვის მერე კამერა დამემტვრა, თუმცა ჩემმა დამ ახალი მიყიდა და მას მერე ასეა, სულ კამერით დავდივარ, ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა…
  • რა არის შენი შტაგონების ძირითადი წყარო?
  • შთაგონებას მაძლევს ყველაფერი, კარგი მუსიკა, წიგნი, ფილმი, თავად ადამიანები რომლებსაც ვხედავ ქუჩაში და შემდეგ ვიღებ მათ…
  • რა აძლევს კარგ ფოტოს ღირებულებას?
  • ვნება და გულწრფელობა, როდესაც შენ იღებ ფოტოს რომელიც შენთვის რამეს ნიშნავს და მის უკან აზრს გულისხმობ, ემოციად დებ, აუცილებლად გადასარევი გამოგივა
  • რა მომენტი გინდა დაიჭირო შენ ნამუშევრებში?
  • მთავარი რის დაჭერასაც ვცდილობ ყველა პერსონაჟში არის გრძნობა (თუნდაც სევდიანი და მელანქოლიური) და ემოცია, მინდა შევქმნა ისტორიები საიდანაც გამოჩნდება ამბავი
  • რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?
  • გავაკეთო უფრო დიდი რამოდენიმე პროექტი ვიდრე ახლა ვაკეთებ და მოვაწყო გამოფენა, სადაც ბევრ ადამიანს გავუზიარებ ჩემ ნამუშევარს
  • რა არის ცხოვრებაში მთავარი?
  • ყველაზე მთავარია შესაძლებოლობა იმისა, რომ აკეთო ის რაც ძალიან გიყვარს…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები