ტონი კროოსი – რეალის მერსედესი

“უნაკლო არავინაა, თუმცა თუკი “მერსედესს” ატარებ, შენ უნაკლოობას უახლოვდები” – ასეა ტონი კროოსის შემთხვევაშიც, რომელიც “რეალისთვის” ნამდვილი “მერსედესია”.

“რეალს” არ ჰყავს BMW თავისი გიჟური სისწრაფითა და რისკებით, არამედ ჰყავს დინჯი, კლასიკური, ინტელექტუალური დირიჟორი, რომლის ორკესტრსაც იშვიათად ერევა მუსიკალურობა.

გერმანული ხარისხი – ტონისადმი იდეალური შეფასებაა. მას ტრადიციული გერმანული ცივსისხლიანობა და დამაჯერებლობა ახასიათებს. სტატისტიკებსაც რომ თავი დავანებოთ, მისი თამაშის შემხვედვარე იცი, რომ ბურთის ართმევისას არასდროს შეცდება, ხოლო როცა ამ მრგვალ საგანს ჩაიგდებს ხელში, მის შემდეგ ქმედებას მხოლოდ წარმატება მოჰყვება. გარდა ამისა, აქვს ბურთის საოცარი ფლობა და შეუძლია, იგი დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნოს გუნდს.

კროოსს საშუალოდ ერთ მატჩში გუნდში პასების სიზუსტის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი აქვს – 92,8%. ანუ, წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი მანძილიდან – იქნება ეს ახლო თუ შორი, იგი ფაქტობრივად არ ცდება. რაც შეეხება საშუალოდ ერთ შეხვედრაში კონკრეტულად გრძელ გადაცემებს, აქაც გერმანელი ლიდერობს 7,7%–ით.

აუცილებლად უნდა მივადგეთ კრეატიულობასაც: საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3 საკვანძო გადაცემის გაკეთება ბევრს არ ხელეწიფება. ამ მაჩვენებლით იგი ლეო მესიზე მაღლა დგას. აქვს ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გუნდში – 13.

თავის დროზე “რეალს” ძალიან გაუმართლა, რომ “ბაიერნიდან” ასეთი ფეხბურთელის შეძენა მოახერხეს. ამჟამად კროოსი მსოფლიოში უდავოდ ერთ–ერთი (თუ საუკეთესო არა) ნახევარმცველია, ხოლო მისი კრეატიულობა, სიდინჯე და ცივსისხლიანობა ნამდვილად შესაშურია!

იგი ფრენკ ლამპარდს მაგონებს.

ჰმ, კროოსი, იცით, როგორია?! მერსედესის უახლოეს მოდელში ჩართეთ Pink Floyd და გაუყევით დიდ გზას – დარწმუნებულნი უნდა იყოთ, რომ არც ბენზინის უკმარისობა შეგაწუხებთ და არც ჭეშმარიტი მუსიკის არარსებობა!!!

 

Fulara

კომენტარები

მსგავსი სიახლეები