როდის ვკარგავთ და ვიღებთ ძალებს

პრაქტიკულად, ერთიდაიგივე სიტუაციაა, რომელიც სხვადასხვა განცდას ბადებს. ერთ შემთხვევაში მან გამოიწვია ემოციების ქარიშხალი (მათ შორის ყვირილი, ტირილი, ყველა „სასიკვდილო ცოდვაში“ დადანაშაულება, შემდგომ კი სიბრაზე, ურთიერთობის გაწყვეტა და ა. შ.) ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანმა ჰპოვა შვება. მეორე ვარიანტი გაცილებით უკეთესია. პირველ შემთხვევაში, ქცევის მიმზეზი ძალის ნაკლებობაა, როგორც ფიზიკურის, ასევე ემოციურის. თქვენს წინაშეა ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რაც იწვევს ძალის წართმევას ან მიცემას.

ჩვენ ვკარგავთ ძალებს, როდესაც:
• ვამბობთ „დიახ“-ს , თუმცა, რეალურად, „არა“-ს თქმა გვინდა.
• ვიღიმით ტირილის ნაცვლად.
• არ ვისვენებთ.
• საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ ცოტაც მოვითმინოთ, ნაცვლად იმისა, რომ გავაცნობიეროთ რა ნათელი მიზნისთვის ვითმენთ ამ ყველაფერს.
• ვართ განაწყენებული, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს ვთხოვოთ ის, რაც გვჭირდება.
• ვკავდებით იმ საქმით, რომელიც არ გვიყვარს.
• ადამიანი არ არის დაინტერესებული ჩვენით და ჩვენ მაინც ვეკონტაკტებით.
• ადამიანები, ვინც თქვენს გვერდით ყველაზე მეტ დროს ატარებენ, ძირითადად, უარყოფითზე საუბრობენ.
• ვისმენთ ჭორებს.
• ბევრს და ემოციურად ვსაუბრობთ, თუ როგორ ცხოვრობენ სხვები.
• ვჩხუბობთ.
• ველოდებით გარემოებას, რომელიც შეცვლის ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.
• ვლანძღავთ საკუთარ თავს, განვიხილავთ უღირსად, ვთვლით წარუმატებლად და არაკომპეტენტურად.

ჩვენ ვიღებთ ძალას მაშინ როდესაც:
• ვკავდებით საყვარელი საქმით.
• ვიცნობთ ახალ ადამიანებს.
• შევიძენთ ახალ ცოდნას.
• ვმოგზაურობთ.
• გადავლახავთ შიშებს.
• მოვიძიებთ რაღაც ახალს (გონივრულს რა თქმა უნდა).
• სეირნობისას.
• ფლირტისას.
• როდესაც ხელოვნებით ვკავდებით.
• ვეკონტაქტებით სასიამოვნო აურის მქონე ადამიანებს.
• ვეკონტაკტებით მათ, ვისაც ჩვენი ჯერა და გვენდობა.
• ვკავდებით ფიზიკური ვარჯიშით (ფიტნესი, ცურვა, ცეკვა და ა.შ..).
• ვათავისუფლებთ ფიზიკურ სივრცეს (გაიხსენეთ, რა სხვანაირად გრძნობთ ახალ გარემონტებულ ოთახში თავს).
• ვათავისუფლებთ ემოცირ სივრცეს (გაიხსენეთ, რა ბედნიერებას გგვრით იმის შეგრძნება, რომ თქვენ აპატიეთ და გამოემშვიდობეთ ადამიანს).
• თქვით „არა!“, როდესაც რაიმეს გაკეთება არ გსურთ და თქვით „დიახ!“, როდესაც ამის თქმა გსურთ.
• ვაკეთებთ იმას, რისი კეთებაც გვინდა და გვსიამოვნებს.

 

წყარო: geoastro.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები