ჯოუმარდოს!

ბორჯომის ხეობა, სოფელი ჩითახევი – ადგილი, სადაც ადამიანს აქვს ფუფუნება, იყოს სუფთა ჰაერზე, სულიერად განიტვირთოს და ამავე დროს, სპორტულ აქტივობებით დაკავდეს.

გუშინ სწორედ ასეთი დღე იყო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული ფედერაცია “სპორტი ყველასათვის” და ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით “მედია ტრიატლონი 2017” გაიმართა: წელს გარდა ჯომარდისა, იყო მშვილდოსნობა და კლდეზე ცოცვა.

ჩვენი ორგანიზაცია (სოლო მედია) ორი გუნდით იყო წარმოდგენილი: Yellowblog.ge და Sportpress.ge. პირველმა მე–6 ადგილი დაიკავა, მეორემ კი სამწუხაროდ, ათეულში შესვლა ვერ შეძლო, თუმცა მთავარია, რომ ყველამ ძალიან ვისიამოვნეთ!

მომავალში კი კიდევ უფრო უკეთეს შედეგზე ვიზრუნებთ…

“მედია ტრიატოლონში” გამარჯვება “რუსთავი 2”-მა მოიპოვა, საუკეთესო მეჯომარდედ კი “რუსთავი 2″–ის ოპერატორი გიორგი კვიწინაძე ცნეს.

დიდი მადლობა ორგანიზატორებს და წამყვან ზაალ წულუკიძეს სახალისო, საინტერესო, სპორტული, თავგადასავლებიანი დღისთვის!!!

 

Fulara

კომენტარები

მსგავსი სიახლეები