დღის ჰიტი: Lady Gaga – Till It Happens To You

Lady Gaga ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და ლგბტ აქტივისტია. სახელის მოხვეჭა, კონკურენტულ გარემოში ალბომით “The Fame” მოახერხდა. მისი სიმღერები იმდენად გაჰიტდა, რომ ამის შემდეგ კიდევ 4 ალბომი გამოუშვა და დღესაც მყარად დგას საერთაშორისო შოუ-ბიზნესის სათავეში. მონაწილეობა მიღებული აქვს რამდენიმე ფილმში და სატელევიზიო შოუებში. სიმღერებსა და სასცენო შოუებში წინ აქვს წამოწეული ლგბტ თემატიკა და სხვადასხვა ფორმით, გეი ადამიანებს ყოველთვის უჭერს მხარს. მისი სიმღერა “Born This Way” 2011-12 წელებში გეი ჰიმნადაც კი იქცა.

დღევანდელი დღის ჰიტი  – “Till It Happens To You”- ეხმაურება ამერიკაში, მოზარდ გოგონებზე სექსუალური ძალადობის სახიფათოდ მაღალ სტატისტიკას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები