ონლაინ კამპანია ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად

1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოიღო. 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ამ დღესათან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და აქციები ტარდება. ქართველი ლგბტქ ადამიანებისთვის ეს დღე მტკივნეულია, რადგან მშვიდობიანი აქციის ჩატარების ყოველი მცდელობა დარბევითა და გეი ადამიანების მიმართ დევნით დასრულდა. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მცირერიცხვოვანი ჯგუფის დაცვა.
17 მაისის გადაფარვას და საქართველოში მისი მნიშვნელობის შეცვლას, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც ცდილობს და 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეთ გამოაცხადა.

ლგბტქ ადამიანების მხარდამჭერებმა წამოიწყეს ონლაინ კამპანია “ეს ქუჩა დაკავებულია!”

“ფოტოკამპანია #ესქუჩადაკავებულია ლგბტ ადამიანების და მათი მხარდამჭერების პასუხია საზოგადოებრივი სივრცეებიდან მათი უხეშად განდევნის ფაქტებზე, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და ფუნდამენტურ უფლებას – იარონ ქუჩაში თავისუფლად, დაუცველობის შეგრძნების გარეშე.

საზოგადოებრივი სივრცე ყველას თანაბრად ეკუთვნის და არ შეიძლება ქუჩაში გამოსვლის და თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლება რომელიმე ჯგუფის პრივილეგია იყოს.

ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადოთ ლგბტ თემს და იმოქმედოთ ძალადობის წინააღმდეგ/Against Violence, შემოუერთდეთ აქციას, დაიკავეთ ქუჩები საკუთარ სახლებთან, სასწავლებლებთან, სამსახურებთან

ფოტოების გასავრცელებლად გამოიყენეთ ჰეშთეგები: #ესქუჩადაკავებულია #ნუდადგებისიძულვილისმხარეს
#არასიძულვილს #17მაისი ან გამოგვიგზავნეთ ფეიჯზე ძალადობის წინააღმდეგ/Against Violenc” – წერს ფეისბუქ გვერდი “ძალადობის წინააღმდეგ”.






კომენტარები

მსგავსი სიახლეები