Coffee.in თამარაშვილზე

Coffee.in-ის ქსელი საქართველოში 5 წელზე მეტია არსებობს და გახსნის დღიდან დღემდე პოპულარობას ინარჩუნებს თავის მომხმარებლებში. იტალიური ბრენდის კონცეფცია მარტივია: არაფორმალური გარემო, გემრიელი საფირმო სენდვიჩი და, რა თქმა უნდა, იტალიური ყავა – ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ და დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ განიტვირთოთ.

როდესაც “Guest #13” რუბრიკის ფარგლებში კოფეინზე პოსტის მომზადება გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ქსელის კაფეებს და არჩევანი თამარაშვილზე მდებარე, ინგლისურ ავტობუსში მოწყობილ კაფეზე შევაჩერეთ. ვის დაებადა ლონდონურ ავტობუსში კაფის მოწყობის იდეა? – ეს და სხვა კითხვები კაფის მენეჯერს, ლელა ჩოხელს დავუსვით.


კოფეინის შესახებ:

კოფეინი იტალიური ბრენდია, რომელიც უკვე 5 წელზე მეტია საქართველოში არსებობს. მომხმარებლების კეთილგანწყობა მალევე მოვიპოვეთ, რაც დიდწილად ხარისხიანი პროდუქციისა და კარგი მომსახურების დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ბრენდის ქართულ ბაზარზე გამოჩენისას სხვა, მსგავსი ტიპის კონკონკურენტი კომპანიების სიმცირე აღინიშნებოდა, თუმცა ამ დროისთვის მათი სიმრავლე ჩვენს სტატუსს არ არღვევს.

თამარაშვილზე ავტობუსის დადგმის იდეა ვის გაუჩნდა?

თამარაშვილის ობიექტზე ავტობუსის დადგმის იდეა კომპანიის დამფუძნებლებს გაუჩნდათ. იდეა ნამდვილად ორიგინალურია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მას ანალოგი არ აქვს და ვიზუალურადაც საკმაოდ ეფექტურია.

რით გამოირჩევა ის სხვა თბილისური კაფეებისგან?

კოფეინს სხვა კაფეებისგან მომსახურების მაღალი დონით და ყავის ხარისხით გამოარჩევთ. ჩვენი სავიზიტო ბარათი სწორედ ყავაა და ვაპირებთ ამ სფეროში დომინანტობის შენარჩუნებას. კონკრეტულად თამარაშვილის ობიექტის სხვა კაფეებისგან გამორჩევა ძალიან მარტივია. თბილისში ვერსად შეხვდებით ინგლისურ ავტობუსში მოწყობილ კაფეს.

რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი?

ჩვენთან ყველა ტიპის მომხარებელი დადის, ფასებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. ჩვენ მათ სწრაფ და ხარისხიან სერვისს ვთავაზობთ.

რას სთავაზობთ მომხმარებლებს, გარდა გემრიელი ყავისა?

რამდენიმე თვის წინ ავტობუსის მეორე სართულზე მოვაწყვეთ პატარა ბიბლიოთეკა, ასე რომ, ყავისა და სენდვიჩების დაგემოვნებასთან ერთად, მშვიდ და მეგობრულ სივრცეში სხვადასხვა ჟანრის წიგნებისა და ახალი ჟურალების წაკითხვასაც შეძლებთ.

თამარაშვილის 13 ნომერში 24 საათის განმავლობაში გიმასპინძლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები