ნინას ხელნაკეთი საფულეები

Nina’s – ამ სახელწოდებით, აქსესუარების ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა ბაზარზე. ადვილი გამოსაცნობია, რომ მის შემქმნელსაც ნინა ჰქვია და ძირითადად ფერად საფულეებსა და ჩანთებს ამზადებს. მისი ნივთები გამოირჩევა ხასხასა ფერებით და საინტერესო ნახატებით. აღსანიშნავია, რომ ბრენდის შექმნის იდეაც სწორედ ნახატების შექმნის შემდეგ გაჩნდა. ჩვენ მკითხველს დროდადრო ვუყვებით საინტერესო ხელნაკეთი ბრენდების შესახებ. დღეს სწორედ ნინას აქსესუარების შესახებ  მოგიყვებით და იმედი გვაქვს ჩვენთან ერთად თქვენც დაინტერესდებით.

როდის გაჩნდა იდეა?

“Nina’s” სახელით ჩემი ხელნაკეთი ნივთები, ერთი წლის წინ, გაზაფხულზე გამოჩნდა
პირველად საფულეების დამზადება დავიწყე, თუმცა არ იყო გაყიდვებზე გატვლილი და მაშინ არც ბრენდი არსებობდა, საფულეებს ჩემთვის ვქმნიდი, ძველ ტილოზე ნახატი ნატურმორტი დავჭერი და საფულის ფორმა მივეცი. მეგობრებს მოეწონათ, მთხოვდნენ რომ კიდევ გამეკეთებინა.
სამომავლოდ გაჩნდა ტილოს ჩანთებზე მოხატვის იდეაც, ამჯერად თავი მოვუყარე ჩემ ნამუშევრებს და მეუღლის დახმარებით და გულშემატკივრობით ერთ-ერთ გამოფენა-გაყიდვაზე გავიტანე, რამაც დამარწმუნა იმაში, რომ ხალხისთვის საინტერესო ნივთებს ვქონიდი.

რა ტიპის მომხმარებელზეა ის გათვლილი?

ჩემ ნამუშევრებს  ყავს სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელი. მათ სორის არიან ტურისტებიც, რომლებიც განსაკუთრებით ინტერესდებიან საფულეებით და ჩანთებით.

ნივთებს საკუთარი გემოვნებით ქმნი თუ მომხმარებლის ინტერესებსაც ითვალისწინებ?

საფულეებს ვამზადებ, როგორც საკუთარი გემოვნებით, ასევე მომხმარებლისთვის სასურველ თემატიკზეც არ ვამბობ უარს.

საფულეებისა და ჩანთების გარდა მომავალში რას შემოგვთავაზებ?

მომავალში ჩემი გეგმები უკავშირდება უბრალოდ მეტ შრომას, ახალი იდეებესთვის, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები