თათა კაჭარავა – ახალი აღმოჩენა, 16 წლის ფოტოგრაფი

დღეს ასაკით პატარა, მაგრამ დიდი გამოცდილების მქონე ფოტოგრაფის, თათა კაჭარავას შემოქმედების შესახებ მოგიყვებით.

თათა მეათე კლასის მოსწავლეა, მისი მთავარი და ყველაზე საყვარლი ჰობი ფოტოგრაფიაა. აქვს განსხვავებული, ძალიან დახვეწილი ხედვა და ძირითადად შენობებს იღებს. ის საზოგადოებამ სულ ახლახან, ონლაინ ჟურნალ ვენიუსთვის მომზადებული ფოტორეპორტაჟით გაიცნო „Backstage Emotions“, სადაც ძირითადი აქცენტი, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, ჩვენების სამზადისში მყოფ მოდელებზეა. ასაკიდან გამომდინარე მსგავსი სირთულის პროექტები არასოდეს გადაუღია და ეს მისი პირველი გამოცდილებაა, რასაც თავი არაჩვეულებრვად გაართვა.

„თათანსთან ფეისბუქზე სამი წელია ვმეგობრობ და როდესაც ვენიუზე თბილისის მოდის კვირეულის გაშუქებისთვის ფოტოგრაფების ძებნა დავიწყე, ის მაშინვე გამომეხმაურა და თავისი ინსტაგრამი მაჩვენა. ძალიან ესთეტიური ხედვა აქვს, ფოტოები მომეწონა და გადავწყვიტე მოგვეწყო ექსპერიმენტი, რომელიც საბოლოოდ საინტერესო ფოტოპროექტად იქცა.“ – ამბობს ლიტა გასვიანი, ონლაინ ჟურნალ ვენიუს რედაქტორი.

გთავაზობთ თათასთან ინტერვიუს:

მოგვიყევი შენს შესახებ…

საქართველოში საცხოვრებლად რამდენიმეწლის წინ გადმოვედი, მანამდე მოსკოვში ვცხოვრობდი. გარდა ფოტოგრაფიისა გატაცებული ვარ ფრანგული ენით და ვებ-პროგრამირებით, ასევე მიზიდავს მხატვრობა და  მუსიკა.

რა არის შენთვის ფოტოგრაფია? 

ჩემთვის ფოტოგრაფია არის ჰობი, რითაც შემიძლია საკუთარი სათქმელი გადმოვცე.

ყველაფერს, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ, მაგრამ გამჟღავნება არ შემიძლია, ჩემი ნამუშევრების მეშვეობით გამოვხატავ.

გახსოვს პირველი ფოტო როდის გადაიღე?

დაახლოებით ორი წლის წინ.

ყველაზე მეტად რისი გადაღება მოგწონს?

არ მიყვარს კადრში სახეების დაფიქსირება, პირიქით, მიყვარს უმნიშვნელო დეტალების მთავარ ფიგურად გარდაქმნა.

სად პოულობ ინსპირაციას?

ინსპირაციას ფოტოს დამუშავების დროს ვპოულობ. ასევე მუსიკა ძალიან მეხმარება საჭირო იდეის პოვნაში.

საზოგადოებას ონლაინ Venue-სთვის მომზადებული ფოტოპროექტით გააცანი თავი, ეს შენი პირველი გამოცდილება იყო?

დიახ, ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება. აქამდე არც მიფიქრია თუ შევძლებდი ამდაგვარი ფოტოპროქტის გაკეთებას.

 რას გეგმავ მომავალში?

ზოგადად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი მთავარი მიზანია ბედნიერებისა და წარმატების ბალანსის მიღწევა და კონკრეტულად როგორ განვახორციელებ ამას ჯერ-ჯერობით არ გადამიწყვიტავს.

ფოტოსერია  „Backstage Emotions“:










კომენტარები

მსგავსი სიახლეები