სამხრეთ კორეის არმიიდან 20 სამხედრო გეი გაცნობის აპლიკაციების გამოყენების გამო გააგდეს

სამხრეთ კორეის არმია სკანდალში გაეხვა. The Military Human Rights Center for Korea-ს უფლებათა დამცველები გენერალ, ჩანა ჩონ-ხიუს ადანაშაულებენ განკარგულების გაცემაში, რომელიც სამხედროების ჰომოსექსუალობას ამოწმებდა. მათ ორიენტაციას განსაზღვრავდა გაცნობის აპლიკაციებში და სოციალურ ქსელებში აქტიურობა.

შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა სამხედრომ ინტერნეტში განათავსა ვიდეო, სადაც ჩანს რომ მას, თავის კოლეგასთან აქვს სექსი.

შემოწმების შემდეგ 20 სამხედროს დასდეს ბრალი ჰომოსექსუალობაში და არმიიდან გაუშვეს.

სამხრეთკორეული არმია ამერიკულ მოდელზე შექმნა, სადაც გეი მამაკაცებს მსახურება ეკრძალებოდათ. ამერკაში ეს წესი შეიცვალა, სამხრეთ კორეაში კი ისევ ძალაშია.

უფლებათა დამცველები აღნიშნულ ფაქტს კრიტიკულად ეხმაურებიან და აცხადებენ რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევადა ჰომოსექსუალობის გამო არმიიდან გაძევება დაუშვებელია. – იუწყება GSN

მიუხედავად იმისა რომ სამხრეთ კორეაში ჰომოსექსუალობა არალეგალური არ არის, ლგბტ საკითხები კვლავ ტაბუდადებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები